მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა | რა განიხილეს?
მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა | რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა | რა განიხილეს?

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 22:13|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალფარსლან ბაირაქთარს შეხვდა. შეხვედრა ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ენერგეტიკის და ამ სექტორში ინვესტიციების მიმართულებებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ორმხრივ და რეგიონულ ფორმატებში. მათ შორის, თანამშრომლობაზე ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით.

"ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტებზე. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას, განახლებადი ენერგიის სექტორში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ინტეგრაციის გაღრმავებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ბულგარეთის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოსთან ერთად ხელს აწერენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები. აღნიშნული შეთანხმება რეგიონში ენერგეტიკული დაკავშირებადობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემასა და მიწოდებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია მონაწილეობდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • ივანიშვილის შემდეგ, ისრაელის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდატვ პირველი
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სუპერმარკეტების მაცივრებზე განხორციელებული კიბერთავდასხმების უკან "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" დგასრუსთავი 2
  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილე აღარაანეტგაზეთი
მინისტრი →თურქეთის →

მსგავსი სტატიები

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

BM.GE

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

BM.GE

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

BM.GE