მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ახალმა ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს - სამინისტრო
მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ახალმა ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ახალმა ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს - სამინისტრო

BM.GE4 მაისი, 2026, 22:40|bm.ge

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

უწყება ამბობს, რომ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით ხასიათდება.

"ორი ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც დადებითად აისახება - თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილს იკავებს," - აღინიშნა შეხვედრაზე.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით:

• საინვესტიციო გარემო: ხაზი გაესვა თურქული კაპიტალის როლს საქართველოს ეკონომიკაში; • ტურიზმი: განიხილეს ვიზიტორთა ნაკადების ზრდის ტენდენცია; • ტრანსპორტი და ენერგეტიკა: მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამ სექტორებში პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული კავშირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა მუსტაფა თურქერ არისს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.

საქსტატის 2026 წლის იანვარ-მარტის წინასწარი მონაცემებით, თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. საანგარიშო პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 802.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13.7%-ია.

უფრო კონკრეტულად, თურქეთიდან იმპორტმა 657.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 15.9%), რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 144.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 8.4%), რაც წინა წელთან შედარებით 90.5%-იან ზრდას აჩვენებს.

საექსპორტო საქონელი (ტოპ-3) ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) საიმპორტო საქონელი (ტოპ-3) ღირებულება (ათასი აშშ დოლარი) ნავთობი და ნავთობპროდუქტები 48 205.7 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 51 801.8 მაისურები და სხვა ტრიკოტაჟი 24 298.5 რკინის ან ფოლადის წნელები 35 333.1 ფეროშენადნობები 18 206.5 ნავთობი და ნავთობპროდუქტები 34 108.4

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE