მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ანაკლიის პორტის სამუშაოები, ფოთის პორტი და თიზი დაათვალიერებინა - სამინისტრო
მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ანაკლიის პორტის სამუშაოები, ფოთის პორტი და თიზი დაათვალიერებინა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ანაკლიის პორტის სამუშაოები, ფოთის პორტი და თიზი დაათვალიერებინა - სამინისტრო

BM.GE4 ივლისი, 2026, 14:59|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა.

"ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს.

პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტის წლიური გამტარუნარიანობა სულ მცირე 600 000 TEU იქნება. ამასთანავე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი, პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ",- აღნიშნავენ სამინისტროში.

უწყების ცნობითვე, მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა: „ეიპიემ ტერმინალს ფოთი”, “პეის ჯგუფის“ ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო და შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი.

მარიამ ქვრივიშვილი ლაზიზ კუდრატოვთან და ილხომ მახკამოვთან ერთად ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვია, რომელიც ბიზნესსაქმიანობის მოცულობით ქვეყანაში მოწინავეა",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით - ზურაბ სიჭინავარუსთავი 2
  • ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებითიმედი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE