მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების მეტად განმტკიცება - ირაკლი კობახიძე

BM.GE12 აგვისტო, 2026, 20:23|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების განმტკიცება მნიშვნელოვანია. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს.„როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტთან და წყალქვეშა კაბელის პროექტებთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც არის ელექტროენერგიისა და ასევე ციფრული კაბელი, ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრებები გადაწონის. რა თქმა უნდა, რასაც ბატონი ალიევი ბრძანებს, ეს ასეა. პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და, რა თქმა უნდა, ამაზე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

ალიევი: გვინდა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობები გავაფართოოთ - დღეს გზა საქართველოზე გადის

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროტურნირს უბრუნდება! ვულოცავ „იბერიას“!იმედი
  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე - ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულირუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძეს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებენტვ პირველი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

Yandex Pay-ის აპლიკაცია App Store-იდან სრულად წაიშალა

BM.GE

მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

მარტვილში ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ 15 000 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს

BM.GE

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

„საწვავი ბიზნესმა შეიტანა“ - კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლას

BM.GE