მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მაშოს მარანი“ ღვინის საწარმოს აშენებას გეგმავს - პროექტში $1 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდება
„მაშოს მარანი“ ღვინის საწარმოს აშენებას გეგმავს - პროექტში $1 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდება

„მაშოს მარანი“ ღვინის საწარმოს აშენებას გეგმავს - პროექტში $1 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდება

BM.GE24 ივლისი, 2026, 13:00|bm.ge

ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე ბიომეღვინეობა „მაშოს მარანი“ 2027 წელს საკუთარი ღვინის საწარმოს აშენებას გეგმავს. მეღვინეობის დამფუძნებლის დავით მეჭიაურის განცხადებით, პროექტში მინიმუმ 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, ხოლო საწარმო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი დავით მეჭიაური BM.GE-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე ღვინოს აუთსორსზე აწარმოებენ. მოსავლის აღების შემდეგ ყურძენი "ოკამის" ღვინის ქარხანაში გადადის, სადაც ღვინის დაყენება, დავარგება და ჩამოსხმა მისი და მეღვინის უშუალო ზედამხედველობით ხდება.

"ამ ეტაპისთვის, ღვინის წარმოება პირადად ჩემთან არ ხდება. ღვინის წარმოება ხდება ჩემს მეგობარ კომპანიაში, "ოკამის" ღვინის ქარხანაში. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ღვინის ქარხანა. სავარაუდოდ, მომავალ წელს ავაშენებთ ღვინის ქარხანას და უკვე საკუთარი ბიო ჩამოსხმაც გვექნება“, - ამბობს მეჭიაური.

მისივე ინფორმაციით, ახალი საწარმო სოფელ შინდისში, მათ საკუთრებაში არსებული 7 ჰა ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ის აღნიშნავს, რომ ქარხანა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

„საწარმო თვითონ ვენახთან ახლოს, გორის რაიონში, სოფელ შინდისში განთავსდება. მინიმალური ინვესტიცია დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, რადგან ღვინის საწარმო, ხაზები და მშენებლობა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. აუცილებლად იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ქარხანა, შესაძლოა უფრო მაღალი კლასისაც. გვინდა, რომ ღვინომასალის გადასხმა ცისტერნებში თვითდინებით მოხდეს და არა ტუმბოების საშუალებით“, - აღნიშნავს მეღვინე.

ამჟამად „მაშოს მარანს“ ბიოგარდამავალი სერტიფიკატი აქვს (სერტიფიკატი გაიცემა ფერმერებსა და მეწარმეებზე, რომლებმაც დაიწყეს ჩვეულებრივი წარმოებიდან ბიოლოგიურზე გადასვლის პროცესი, მაგრამ ჯერ არ დაუსრულებიათ სრული სერტიფიცირებისთვის საჭირო გარდამავალი პერიოდი), ხოლო ოფიციალური ბიოსერტიფიკატის მიღებას მომავალი წლისთვის ელოდება. დავით მეჭიაურის თქმით, სწორედ საკუთარი საწარმოს ამოქმედების შემდეგ შეძლებს კომპანია ღვინის წარმოებისა და ჩამოსხმის სრული ციკლის საკუთარ სივრცეში განხორციელებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE