მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვებ-ბრაუზერებსა და ვებსაიტებს გააქრობს
მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვებ-ბრაუზერებსა და ვებსაიტებს გააქრობს

მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტი ვებ-ბრაუზერებსა და ვებსაიტებს გააქრობს

BM.GE27 ივლისი, 2026, 02:43|bm.ge

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ხელოვნური ინტელექტი ინტერნეტთან ადამიანების ურთიერთობის ფორმას შეცვლის და განაცხადა, რომ ეს შეხედულება სწორია.

მულტიმილიარდერის აზრით, ტრადიციული ვებსაიტები, ბრაუზერები და პროგრამებიც კი სამომავლოდ ეტაპობრივად გაქრება. ის მიიჩნევს, რომ ინტერნეტმომხმარებლები პერსონალიზებულ ციფრულ აგენტებზე სრულად დამოკიდებულები გახდებიან.

აღსანიშნავია, რომ ის, რაზეც მასკის საუბრობს, ტრადიციული ჩეთბოტების შესაძლებლობებს სცდება და გამოირჩევა იმით, რომ რთული დავალებების შესრულება დამოუკიდებლად შეუძლია. შედარებისთვის, ახლა ჩეთბოტებს მომხმარებლები ყველა დავალება სათითაოდ აძლევენ.

მასკი მიიჩნევს, რომ დადგება დრო, როცა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ან შესყიდვების განხორციელების ნაცვლად, ადამიანები AI აგენტებს მხოლოდ ერთ, ზოგად მითითებას მისცემენ, დანარჩენს კი ციფრული ასისტენტი გააკეთებს. ის მოიძიებს საჭირო პროდუქტებსაც და ინფორმაციასაც, მომხმარებელი კი მხოლოდ საბოლოოდ დაადასტურებს შემოთავაზებას.

მილიარდერი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ციფრულმა აგენტებმა კონკრეტული ინდივიდებისა და კომპანიების სახელით დაიწყონ გადაწყვეტილებები მიღება და ადამიანებთან თუ კომპანიებთან კომუნიკაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE