მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mastercard-მა ფინანსურ დირექტორად ლინგ ჰაი დანიშნა
Mastercard-მა ფინანსურ დირექტორად ლინგ ჰაი დანიშნა

Mastercard-მა ფინანსურ დირექტორად ლინგ ჰაი დანიშნა

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:21|bm.ge

Mastercard-მა მენეჯმენტის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ფინანსურ დირექტორად ლინგ ჰაი დანიშნა. არსებული ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები ძალაში მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან შევა.

რაც შეეხება ყოფილ ფინანსურ დირექტორს, საჩინ მეჰრა ბიზნესის მთავარი დირექტორის ახლად შექმნილ პოზიციას დაიკავებს. პარალელურად, ამერიკის მიმართულების პრეზიდენტი ლინდა კირკპატრიკი სერვისების მთავარი დირექტორის პოზიციაზე კრეიგ ვოსბურგს შეცვლის.

როგორც ირკვევა, ახალი საკადრო რეორგანიზაცია მიზნად მომხმარებლებზე ფოკუსირებული ოპერაციების გაძლიერებასა და ბაზრებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას ისახავს.

ახალი საკადრო გადაწყვეტილებები ციფრული გადახდების სფეროში Mastercard-ის განახლებულ სტრატეგიასთან არის დაკავშირებული. როგორც ცნობილია, კომპანია კომერციული გადახდების ბიზნესს აქტიურად აფართოებს და ტრადიციული ბარათების მიღმა ზრდის ახალ შესაძლებლობებს ეძებს. შესაბამისად, საჭიროებს ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ფლობენ ცოდნასა და გამოცდილებას.

ცვლილებას უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ექსპერტები. RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსის, დანიელ პერლინის განცხადებით, მენეჯმენტის ცვლილებები ხელს მომხმარებელზე ფოკუსირებული მიდგომის გაერთიანებას შეუწყობს. მისი პროგნოზით, რეგიონული თავსებადობის გაუმჯობესება გლობალურ კლიენტებთან კორპორაციულ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააღრმავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამების დირექტორი: მაყურებელს ძალიან ამბიციურ და საინტერესო სატელევიზიო სეზონს ვპირდებით სექტემბრიდანიმედი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

დამნაშავედ ცნეს პირი, რომელიც გარდაბანში 260 წვრილფეხა საქონელს მოტყუებით დაეუფლა

BM.GE