
საავიაციო საწვავზე ფასი 24%-ით შემცირდა
მსოფლიოში საავიაციო საწვავი კლავ იაფდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, ამ კვირაში საშუალო ფასი ბარელზე 119 დოლარამდეა შემცირებული. კვირის ჭრილში ეს 14%-ით, ხოლო თვიურად 24%-ით გაიაფებული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ირანი-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების დროს საწვავზე ფასი გაორმაგდა და 200 დოლარსაც აჭარბებდა. ავიაციის საწვავის ღირებულება რეგიონების მიხედვით განსხვავდება: ევროპაში საშუალო ფასი 120 დოლარს შეადგენს, აზიაში 115 დოლარს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - 120 დოლარს.
საავიაციო საწვავის პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობიც იაფდება, რისი მიზეზიც აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებაა. 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილი იყო, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა.
BM.GE
წყარო: bm.ge