მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მდინარის ადიდების და გზის ჩაკეტვის გამო, ლენტეხში 30-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყდა
მდინარის ადიდების და გზის ჩაკეტვის გამო, ლენტეხში 30-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

მდინარის ადიდების და გზის ჩაკეტვის გამო, ლენტეხში 30-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყდა

BM.GE19 ივლისი, 2026, 19:23|bm.ge

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 30-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია - ამის შესახებ ლენტეხის მერიაში BM.GE-ს განუცხადეს.

საუბარია ორი თემის, ჩოლურისა და ლაშხეთის სოფლებზე.

BM.GE საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც ესაუბრა, სადაც განაცხადეს, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, პარალელურად ხორციელდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.

"მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა", - განაცხადეს გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარის ადიდება გახდა, რის შედეგადაც წყალი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა, დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგაიმედი
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

BM.GE

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

BM.GE