მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მდინარის ადიდების გამო ქუთაისი-ლენტეხის გზის მონაკვეთი [საყდრის ხიდი] ჩაიკეტა - დეპარტამენტი
მდინარის ადიდების გამო ქუთაისი-ლენტეხის გზის მონაკვეთი [საყდრის ხიდი] ჩაიკეტა - დეპარტამენტი

მდინარის ადიდების გამო ქუთაისი-ლენტეხის გზის მონაკვეთი [საყდრის ხიდი] ჩაიკეტა - დეპარტამენტი

BM.GE19 ივლისი, 2026, 18:08|bm.ge

განახლება: ლენტეხის მერიაში bm.ge-ს უთხრეს, რომ შედეგად გარე სამყაროს 30-მდე სოფელი მოწყდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

bm.ge უწყებებთან არკვევს, რამდენი სოფელი მოწყდა რაიონულ ცენტრს, რადგან საყდრის ხიდი ლენტეხთან 2 თემს ჩოლურსა და ლაშხეთს აკავშირებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი საყდრის ხიდის მიმდებარედ მდინარის ადიდება გახდა, რის შედეგადაც წყალი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოქმედებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა თუ შესაბამისი უწყებების მითითებებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

Volkswagen-ი გერმანიაში ოთხი ქარხნის დახურვას გეგმავს

BM.GE

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

"მთავარი ამოცანა იყო შეცვლილ ვითარებაზე სწორი პასუხების გაცემა" - როგორ აისახა გრანტების გაუქმება?

BM.GE

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა - NYPOST

BM.GE

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

ჩვენს პროექტებში თითქმის ყველა ჩვენმა ხელოსანმა შეიძინა ბინა - პაატა კოკაია

BM.GE