მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მე ნეგატიურ კონტექსტში ზელენსკი არასოდეს მიხსენებია - კობახიძე
მე ნეგატიურ კონტექსტში ზელენსკი არასოდეს მიხსენებია - კობახიძე

მე ნეგატიურ კონტექსტში ზელენსკი არასოდეს მიხსენებია - კობახიძე

BM.GE5 მაისი, 2026, 15:55|bm.ge

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფით კონტექსტში არასდროს უხსენებია.

ეს კობახიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც 4 მაისს, სომხეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

„მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს არ მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი: მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც დაგროვილი იყო, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია და ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები რაც იყო რა თქმა უნდა, არსად წასულა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა უკრაინასთან არსებული პრობლემები კვლავაც რჩება.

"რაც შეეხება გუშინდელ საუბარს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პრობლემები რაც იყო, ბუნებრივია, რჩება - არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ა.შ. ჩვენ გუშინ, არსებითად, ვიყავით კონცენტრირებულები მეგობრულ საუბარზე და ეს იყო სულისკვეთება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE