მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - უმეტესი წილი EU-ს ქვეყნებზე მოდის
მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - უმეტესი წილი EU-ს ქვეყნებზე მოდის

მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა - უმეტესი წილი EU-ს ქვეყნებზე მოდის

BM.GE23 ივლისი, 2026, 22:44|bm.ge

საქართველოში მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 366,7 მლნ დოლარის სამკურნალო საშუალება შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, იმპორტი დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით ნაკლები იყო (345,6 მლნ აშშ დოლარი).

სამკურნალო საშუალებების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კვლავ თურქეთია, მას მოჰყვება გერმანია, შვეიცარია და უნგრეთი. იმპორტის დიდი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, რამაც წელს იანვარ-ივნისში 194 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 163 მლნ აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, წელს, უკრაინიდან 5 მლნ აშშ დოლარის სამკურნალო საშუალებები შემოვიდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 7,8 მლნ აშშ დოლარი იყო), რუსეთიდან - 1,9 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს - 3,8 მლნ აშშ დოლარი), მოლდოვიდან - 1,5 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს 1 მლნ აშშ დოლარის), ბელარუსიდან - 365 000 აშშ დოლარის (გასულ წელს, 2,2 მლნ აშშ დოლარი), სომხეთიდან - 164,8 მლნ აშშ დოლარის (გასულ წელს 1 მლნ აშშ დოლარის) იმპორტი დაფიქსირდა.

TOP-10 საიმპორტო ქვეყანა (2026 წლის პირველ ნახევარში)

• თურქეთი - 93,7 მლნ აშშ დოლარი • გერმანია - 60,7 მლნ აშშ დოლარი • შვეიცარია - 38,5 მლნ აშშ დოლარი • უნგრეთი - 35 მლნ აშშ დოლარი • საფრანგეთი - 12,6 მლნ აშშ დოლარი • სლოვენია - 10,7 მლნ აშშ დოლარი • ნიდერლანდები - 10,5 მლნ აშშ დოლარი • ლიეტუვა - 9,4 მლნ აშშ დოლარი • ინდოეთი - 9 მლნ აშშ დოლარი • პოლონეთი - 8,1 მლნ აშშ დოლარი

პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მედიკამენტები ევროპულმა ჩაანაცვლა - ასოციაცია ფასებზე განცხადებას ავრცელებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE