
„მემო ჯგუფმა“ ნატახტარში 2.5 მილიონი ლარის ინვესტიციით ულტრათანამედროვე საწარმო გახსნა
პრემიუმ კლასის ავეჯის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა მწარმოებელმა კომპანია „მემო ჯგუფმა“ (Memo Group), 2026 წელი მასშტაბური სიახლით დაიწყო. კომპანიამ ნატახტარში ახალი, ინოვაციური საწარმო გახსნა, რომელიც უახლესი ევროპული სტანდარტებითაა აღჭურვილი. აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული წარმოების განვითარებისა და ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის სტანდარტის დამკვიდრებისთვის.
საწარმოო პროცესის სრულყოფილების უზრუნველსაყოფად, ახალი ქარხანა აღიჭურვა წამყვანი იტალიური ბრენდის, Biesse-ს ულტრათანამედროვე დანადგარებით. ეს ტექნოლოგიური გადაიარაღება „მემო ჯგუფს“ საშუალებას აძლევს, წარმოების ეფექტურობა და პროდუქციის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ, საერთაშორისო საფეხურზე აიყვანოს.ახალი საწარმოს ერთ-ერთ მთავარ სიახლესა და სტრატეგიულ მიმართულებას ავეჯთან ერთად, ალუმინის სლაიდ სისტემების წარმოება წარმოადგენს. სპეციალურად ამ მიზნით ინტეგრირებული დანადგარები კომპანიას საშუალებას აძლევს, შექმნას მრავალფეროვანი კონსტრუქციები. ალუმინის მიმართულებით კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდ Aristo-ს, რომელიც უკვე 8 წელია „მემო ჯგუფის“ საიმედო სტრატეგიული პარტნიორია.
ახალი საწარმოს გახსნის პრეზენტაცია:ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის აღსანიშნავად, 19 მაისს „მემო ჯგუფმა“ ახალ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას 100-მდე წამყვანი ქართველი თუ უცხოელი დიზაინერი და არქიტექტორი დაესწრო - სწორედ ის პროფესიონალები, რომლებთან ერთადაც კომპანია წლებია ქმნის უნაკლო პროექტებს. „მემო ჯგუფის“ მთავარი სლოგანი - „აქციე ნებისმიერი იდეა რეალობად“ - კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ახალი საწარმოს პირობებში, სადაც ტექნოლოგიური შესაძლებლობები ფაქტობრივად შეუზღუდავია.„მემო ჯგუფის“ დამფუძნებელი - გიორგი ჩიტაძე: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ავღნიშნავთ ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას. ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმ ახალი, ინოვაციური შესაძლებლობების ჩვენებას, რომლებსაც დღეიდან ჩვენს პარტნიორ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ვთავაზობთ. ტექნოლოგიური პროგრესი გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მაღალ დონეზე შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული წარმოების განვითარებაში.“ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბრენდ Aristo-ს საერთაშორისო წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ პარტნიორებთან ერთად აღნიშნეს ეს დიდი წარმატება და გაფართოება. პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ საწარმოო პროცესებს, იმ უპირატესობებსა და ბენეფიტებს, რასაც ახალი ულტრათანამედროვე დანადგარები იძლევა, და შეაფასეს Aristo-ს უახლესი პროდუქტები, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლისთვის.
ნატახტარის პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტი განხორციელდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსების პროგრამის მხარდაჭერით. ეს არის გრძელვადიანი წვლილი ქართული ავეჯის ინდუსტრიის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების პოზიციების გამყარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ბაზარზე პრემიუმ ხარისხის პროდუქტზე მზარდი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საკონტაქტო ინფორმაცია - „მემო ჯგუფი“
• ტელ: (+995) 514 00 06 60 • მეილი: info@memogroup.ge • FB: https://www.facebook.com/MemosFurniture • IG: https://www.instagram.com/memogroup_georgia/
BM.GE
წყარო: bm.ge