მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერია ტრამვაის 10 მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს - კალაძე
მერია ტრამვაის 10 მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს - კალაძე

მერია ტრამვაის 10 მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს - კალაძე

BM.GE15 ივლისი, 2026, 15:32|bm.ge

თბილისის მერია დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვაზე ცალკე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტრამვაის ინფრასტრუქტურული პროექტის გამარჯვებული კომპანია.

კალაძის განცხადებით, მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად განხორციელდება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ღირებულება და რა ტექნიკური მოთხოვნებით გამოცხადდება შესყიდვა.

ცნობისთვის, ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულად თურქული კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 287.6 მილიონ ლარად შესთავაზა თბილისის მერიას. ეს თანხა ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე, 416.6 მილიონ ლარზე, დაახლოებით 129 მილიონი ლარით ნაკლებია.

პროექტის მიხედვით, ახალი ტრამვაის ხაზისთვის შეძენილი თითოეული მოძრავი შემადგენლობა არანაკლებ 300 მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი. ტრამვაის ხაზი 7.5 კილომეტრის სიგრძის იქნება და დიდ დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან დააკავშირებს. მარშრუტზე 11 გაჩერება მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორში აერთიანებს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე სამშენებლო სამუშაოების შესრულებას. კონტრაქტორს პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადა ექნება, საიდანაც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვეა განსაზღვრული.

ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, თუმცა პროცესი რამდენჯერმე გახანგრძლივდა და საბოლოოდ 2026 წლის თებერვალში ხელახლა გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც თბილისის მერიამ ოთხი კომპანიის ტექნიკური და ფინანსური შეთავაზებები შეისწავლა.

ტენდერში მონაწილეობდნენ სამი თურქული და ერთი ჩინური კომპანია. მათ შორის ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketი-მა წარადგინა, რის საფუძველზეც კომპანია გამარჯვებულად დასახელდა.

თბილისის მერიას ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია, როდის გამოცხადდება 10 ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის ტენდერი და რა მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული ახალი ვაგონების ტექნიკურ სპეციფიკაციებში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთაფორმულა
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

BM.GE

29-31 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

29-31 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

BM.GE