
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება უკვე 22%-ით შემცირდა, თუმცა ეს საკმარისი არაა | ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საბალანსო მრიცხველი უკვე მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელშია დამონტაჟებული. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არაა.
"მესტიის გამრიცხველიანება იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მლნ ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. არსებული მაჩვენებლებით, უკვე 22%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როდესაც მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა.
BM.GE
წყარო: bm.ge