მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Meta-მ ჭკვიანი სათვალის AI-აუდიო ფუნქციაზე დროის ლიმიტი დააწესა
Meta-მ ჭკვიანი სათვალის AI-აუდიო ფუნქციაზე დროის ლიმიტი დააწესა

Meta-მ ჭკვიანი სათვალის AI-აუდიო ფუნქციაზე დროის ლიმიტი დააწესა

BM.GE3 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტმა Meta-მ ჭკვიანი სათვალეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ფუნქციაზე, “საუბრის ფოკუსირებაზე” დროის ლიმიტი დააწესა.

როგორც ირკვევა, AI-ს დახმარებით მომუშავე ამ სერვისზე წვდომა ჭკვიანი სათვალის რიგით მომხმარებელს მთლიანი თვის განმავლობაში მხოლოდ 3 საათით ექნება. დროის ლიმიტის გასახანგრძლივებლად კი სათვალეების მფლობელებს Meta One Premium-ის 20-დოლარიანი პაკეტის გამოწერა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, აუდიო ფუნქციის გამოყენება თვეში მხოლოდ 15 საათით იქნება შესაძლებელია. საყურადღებოა, რომ გამოუყენებელი დროს შენახვა და მომდევნო თვისთვის დაზოგვა არ იქნება შესაძლებელი.

განმარტებისთვის, ე.წ. Conversation Focus, ანუ “საუბრის ფოკუსირების” ფუნქცია გულისხმობს AI-ს დახმარებით, ხმაურიან გარემოში სათვალის მქონე ადამიანის პირისპირ მდგარი მოსაუბრის ხმის გაძლიერებას, რათა ქაოტურ სივრცეში უფრო მარტივად აღქმადი გახდეს მისი სიტყვები. პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით რომ ავხსნათ, იმ შემთხვევაში, თუ Meta-ს სათვალის მქონე ადამიანი ბარში მეგობართან ერთად მივა, საუბრის დაწყებისას ჭკვიანი მოწყობილობის მიკროფონი დაახშობს ყველა სხვა გარშემო ხმას, კონცენტრირდება მოსაუბრის მიერ გამოშვებულ ბგერებზე და სათვალეში, ყურების სიახლოვეს ჩაშენებული სპიკერების გამოყენებით გაცილებით გაზრდილი ხმით გაგვაგონებს მის ლაპარაკს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

PlayStation-ს დისკების სლოტი აღარ ექნება - რა გადაწყვეტილება მიიღო Sony-მ?

PlayStation-ს დისკების სლოტი აღარ ექნება - რა გადაწყვეტილება მიიღო Sony-მ?

BM.GE

OpenAI-მ აშშ-ის მთავრობას კომპანიის 5%-იანი წილი შესთავაზა

OpenAI-მ აშშ-ის მთავრობას კომპანიის 5%-იანი წილი შესთავაზა

BM.GE

ქვეყნები, რომლებმაც ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალეს ან განიხილავენ

ქვეყნები, რომლებმაც ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალეს ან განიხილავენ

BM.GE

ევროპაში 100-ზე მეტი ადამიანი არომატიზებული ლაფშას ჭამის გამო სალმონელოზით დაინფიცირდა

ევროპაში 100-ზე მეტი ადამიანი არომატიზებული ლაფშას ჭამის გამო სალმონელოზით დაინფიცირდა

BM.GE