მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე" - მიხეილ ხიდურელი ახალი სააგენტოს შექმნაზე
"მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე" - მიხეილ ხიდურელი ახალი სააგენტოს შექმნაზე

"მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე" - მიხეილ ხიდურელი ახალი სააგენტოს შექმნაზე

BM.GE27 აპრილი, 2026, 21:21|bm.ge

სააგენტო "აწარმოე საქართველოშის" ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, სააგენტოს რეფორმირების პროცესში, მისგან ინვესტიციებისა და ექსპორტის ნაწილის გამოყოფითა და ეკონომიკის სამინისტროში ახალი სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტოს დაფუძნების შედეგად ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე მეტი კონცენტრაცია გაკეთდება. ამის შესახებ მან ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით მოისმინეს ეკონომიკის სამინისტროში სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტოს დაფუძნების შესახებ კანონპროექტი. ეს დეპარტამენტი დაფუძნდება სსიპ "აწარმოე საქართველოში"-დან ექსპორტის და ინვესტიციების კომპონენტის გამოტანით და მთავრობის ადმინისტრაციიდან სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროში გადატანით. გადატანის შემდეგ სააგენტოს სახელი შეეცვლება და მასში გადაინაცვლებს "აწარმოე საქართველოში"-ს გუნდი, რომელიც ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტში საქმიანობდა.

მიხეილ ხიდურელის განმარტებით, თავად სააგენტოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად ტრანსფორმაციის პროცესში გადაწყდა, რომ ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება ცალკე სააგენტოს სახით ჩამოყალიბდეს და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებაროს.

"ჩათვალეთ, რომ ის გუნდი, რომელიც ამ წარმატებაზე იყო პასუხისმგებელი, სრულად რჩება და მეტსაც გეტყვით, როდესაც უკვე სააგენტოს ექნება ცალკე ფუნქცია, ანუ აღარ იქნება "აწარმოესთან" ერთად, სადაც ბევრად დიდი ბიუჯეტური თემები ტრიალებდა, მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე.

თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის და მინისტრის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილია ძალიან ბევრად უფრო დიდი მასშტაბით ამ საკითხებზე [ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის მხარდაჭერა] მუშაობა. შესაბამისად ჩვენ როგორც კი ეს კანონი შეიცვლება, დაიწყება რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება გაძლიერება, ზოგიერთ დეპარტამენტის შემთხვევაში რაოდენობრივი, ზოგიერთ დეპარტამენტში ხარისხობრივი,"- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნების კანონპროექტს, პარლამენტში მისი ინიციირება ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც მიხეილ ხიდურელი ამბობს, ცვლილების მიღების შემდეგ მათ ექნებათ პრეზენტაცია, სადაც 3-4 წლის გეგმას წარადგენენ და საზოგადოებას მათ ამოცანებს გააცნობენ.

"ჩვენ უკვე საზოგადოებასთან ერთად წარვადგენთ ახალ პრეზენტაციას, რა არის შემდეგი 3-4 წლის გეგმა და ავიღებთ ახალ, ასე ვთქვათ მაჩვენებლებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ახალ რეკორდებსაც მივაღწიოთ", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს, შავ ზღვაში საზღვაო ოპერაციის დაწყების საკითხი განიხილოსფორმულა
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხზე →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE