მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [მეტროს ვაგონების შეკეთების თანხის მითვისებაზე] გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო|კალაძე
[მეტროს ვაგონების შეკეთების თანხის მითვისებაზე] გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო|კალაძე

[მეტროს ვაგონების შეკეთების თანხის მითვისებაზე] გამოძიება ჩვენი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო|კალაძე

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 21:29|bm.ge

მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე გამოძიება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე დაიწყო, - ირწმუნება თბილისის მერი კახა კალაძე. მისივე თქმით, მოკვლევის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის პასუხისმგებლობას სატენდერო პროცედურების კანონიერად წარმართვა წარმოადგენდა, რაც სრულად შესრულდა.

„ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ და იქვე დასძინა, რომ შესყიდვისა და ტენდერის პროცედურები გამჭვირვალედ ჩატარდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.

„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. მეტროს არსებული ვაგონები რუსული წარმოებისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - აღნიშნა კალაძემ.

რა ვიცით მეტროს ვაგონების შეკეთების საქმეზე

16 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე ოთხი პირის დაკავების შესახებ განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017-2024 წლებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145.3 მილიონი ლარიდან ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფის სახით მოქმედებით სავარაუდოდ, 41.1 მილიონი ლარი მიითვისეს.

დაკავებულები არიან:

• სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი; • ამავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე; • საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე; • შპს „საჩინოსა“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი სქემის განსახორციელებლად შპს „საჩინო“ დაარეგისტრირეს. კომპანიის მეშვეობით მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა. ტვირთების გადაზიდვას კი შპს „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.

უწყების განცხადებით, იმპორტირებული საქონელი შემდგომ შპს „საჩინოს“ სახელით, ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების გზით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეწოდებოდა. პროკურატურის მტკიცებით, დეტალების ფასი რეალურ ღირებულებასთან შედარებით, სამჯერ იყო გაზრდილი, რის შედეგადაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება მოხდა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული მუხლები თავისუფლების 7-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და მისი მიზანია დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირებაც.

მეტროს ვაგონების სარემონტო ქარხანასთან დაკავშირებული შესაძლო ფინანსური დარღვევების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო სამსახური სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ შევიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოფორმულა
  • პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელირუსთავი 2
  • პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებატვ პირველი
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
გამოძიება →კალაძე →

მსგავსი სტატიები

ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის პრემიერმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს

ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის პრემიერმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს

BM.GE

მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები

მოემზადე Black Friday-სთვის - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მრავალფეროვანი შეთავაზებები

BM.GE

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოება $72 მილიონად გაყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის წარმოება $72 მილიონად გაყიდა

BM.GE

"იუანში რეზერვების წილის ზრდა გეოპოლიტიკური პოზიციონირებაა… ეს გადაწყვეტილება წითლად ანათებს"|ანალიზი

"იუანში რეზერვების წილის ზრდა გეოპოლიტიკური პოზიციონირებაა… ეს გადაწყვეტილება წითლად ანათებს"|ანალიზი

BM.GE