მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს
“მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს

“მგონია, ყაზახური ხორბალი კონკურენციას გაუწევს რუსულს” - ყაზახეთი მარცვლეულის ექსპორტს წელსაც დაასუბსიდირებს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 19:31|bm.ge

ყაზახეთი 2026-2027 მარკეტინგული წლისთვის მარცვლეულის ექსპორტიორებისთვის ტრანსპორტირების სუბსიდიებს გააგრძელებს. ყაზახეთის მთავრობამ 2026 წლის მოსავლისთვის მარცვლეულის შესყიდვის ფასებიც დაადგინა, რაც მესამე კლასის ხორბლისთვის, ხარისხის მიხედვით ტონაზე 92,000 (540 ლარი)-დან 115,000 ( 678,5 ლარი) ტენგემდე მერყეობს.

ქართული წისქვილკომბინატების მოლოდინია, რომ ხორბლის გარკვეული მოცულობების იმპორტი ყაზახეთიდანაც გახდება შესაძლებელი. “ბარაქას” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ყაზახური ხორბალი სავარაუდოდ რუსულს ფასით კონკურენციას გაუწევს.

“ახლახან გამოაცხადეს სუბსიდირება. კონკრეტულად, რა იქნება დასუბსიდირებული, რა მოცულობით, არ ვიცით, მაგრამ მგონია, რომ რაღაც მომენტში ყაზახური კონკურენციას გაუწევს რუსულ ხორბალს”,-აცხადებს "საქმის კურსთან" კომპანია “ბარაქას” გენერალური დირექტორი.

ყაზახეთმა რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ხორბლის ექსპორტი გასულ წელსაც დაასუბსიდირა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 40 მილიარდი ტენგე გამოყო.

წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ძირითადად რუსული ხორბლის იმპორტი ხორციელდება. საქსტატის სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუ გასული წლის 8 თვეში ქვეყანაში 49,9 მილიონი დოლარის ღირებულების 191 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, წელს 8 თვეში ეს მაჩვენებელი 261 ათას ტონას აჭარბებდა, რაშიც ქვეყანამ 65,9 მილიონი დოლარი გადაიხადა.

გარკვეული მოცულობების იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდანაც. 2026 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ყაზახეთიდან საქართველოში ჯამში 2 მლნ დოლარის ღირებულების, 8 678 ტონა ხორბალი შემოვიდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ევროკომისარი აჯა ლაბიბი: უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი ვითარება მძიმეა, რადგან მშვიდობიანი მოქალაქეები რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდნენ - საკვების, მედიკამენტების, სუფთა წყლისა და ელემენტარული დახმარების გარეშეიმედი
  • დასავლური სანქციების ფონზე პუტინმა რუსული ენერგეტიკული მონაცემების გასაჯაროება შეზღუდაფორმულა
  • აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავარუსთავი 2
  • რუსულმა დრონმა უკრაინაში სამგზავრო მიკროავტობუსს დაარტყა, დაიღუპა 5 ადამიანინეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE

ვის ეკუთვნის მოდის გლობალური იმპერია? - ყველაზე მდიდარი დინასტიები

ვის ეკუთვნის მოდის გლობალური იმპერია? - ყველაზე მდიდარი დინასტიები

BM.GE

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

BM.GE

"flydubai-ს მეორე პილოტი ნაჯახით თავს დაესხა კაპიტანს" - არაბთა გაერთიანებული საამიროები მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

"flydubai-ს მეორე პილოტი ნაჯახით თავს დაესხა კაპიტანს" - არაბთა გაერთიანებული საამიროები მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

BM.GE