მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული Surface Laptop Ultra წარადგინა
Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული Surface Laptop Ultra წარადგინა

Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული Surface Laptop Ultra წარადგინა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 19:12|bm.ge

7 ოქტომბერს ამერიკულმა ტექგიგანტმა Microsoft-მა სპეციალური ღონისძიება გამართა და ახალი, 15-ინჩიანი პრემიუმ კლასის ლეპტოპი Surface Laptop Ultra ოფიციალურად წარადგინა.

ახალი მოწყობილობა Nvidia-ს უახლესი RTX Spark ჩიპით აღიჭურვა. ტექნოლოგიური სიმძლავრით ის კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ პერსონალურ კომპიუტერად მიიჩნევა. ამასთან, ლეპტოპს მაგნიტური USB-C პორტიც დაემატა.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობის ფასი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით საგრძნობლად იზრდება. საბაზისო ვერსია RTX Spark N1X პროცესორით, 24-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებითა და 512-გიგაბაიტიანი საცავით $2,600 ღირს.

32-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებისა და 1-ტერაბაიტიანი დისკის მქონე მოდელის ფასი $3,300-ს აღწევს. უფრო მძლავრი, 20-ბირთვიანი პროცესორით აღჭურვილი მოდელების საწყისი ღირებულება $3,600-ით განისაზღვრა. აღსანიშნია ისიც, რომ მეხსიერების მოცულობის ზრდასთან ერთად ფასები $4,000-დან $4,300-მდე მატულობს, უმაღლესი, 128-გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი კი $5,900-ია.

ტექგიგანტმა გამოუშვა დეველოპერებისთვის განკუთვნილი სპეციალური მოდელი - Surface RTX Spark Dev Box-იც, რომლის საწყისი ფასი $5,999-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთების დაწყებიდან რამდენიმე საათში ყველაზე ძვირად ღირებული კონფიგურაციის მარაგი სრულად ამოიწურა.

ახალ ლეპტოპში Microsoft-მა ყურადღება მეტწილად ლოკალური ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე გაამახვილა. მომხმარებლებს რთული გამოთვლითი ოპერაციების შესრულება AI კომპანიების მონაცემთა ცენტრებზე დამოკიდებულების გარეშე, უშუალოდ მოწყობილობაზე შეეძლებათ. ეს მიდგომა მონაცემთა დაცულობას ზრდის და მუდმივი სააბონენტო გადასახადის საჭიროებას აქრობს.

Windows-ის სისტემა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი DeepSeek V4 flash-ის, Microsoft MAI Code 1.1 flash-ისა და Nvidia Nemotron-ის ლოკალური მოდელებისთვის იქნება. პარალელურად, კომპანია სისტემაში Meta Muse აპლიკაციის ინტეგრაციასაც გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორად რეგიონული განვითარების ექსმინისტრი დაინიშნა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორად რეგიონული განვითარების ექსმინისტრი დაინიშნა

BM.GE

სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

სამართლიანად მიგაჩნიათ, პენსია იყოს ₾350 და პოლიტიკური თანამდებობის პირის ხელფასი ₾17 350? - გიორგი შარაშიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს

BM.GE

საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6 386 ლარია

საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6 386 ლარია

BM.GE

ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ტრამპი ირანზე დარტყმას განიხილავს

BM.GE