
Microsoft-მა სამსახურიდან 4,800 თანამშრომელი გაათავისუფლა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხარჯების შესამცირებლად 4,800 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც ირკვევა, ეს რაოდენობა კომპანიის სამუშაო ძალის 2.1%-ს შეადგენს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკადრო ცვლილებები ყველაზე მწვავედ შეეხო Xbox-ის განყოფილებას, სადაც პერსონალის 20% სამსახურის გარეშე დარჩა. ამასთან, სტრუქტურული ტრანსფორმაციის Microsoft-მა საკუთარი ინდუსტრიიდან გაიყვანა ოთხი სათამაშო სტუდია.
არსებული მონაცემებით, Xbox-დან გასათავისუფლებელი 3,200 პირიდან ნახევარმა სამუშაო ადგილი უკვე დატოვა, დარჩენილი 1,600 თანამშრომელი კი 2027 ფისკალური წლის განმავლობაში წავა.
Xbox-ის აღმასრულებელი დირექტორის, აშა შარმას განმარტებით, ერთწლიანი რესტრუქტურიზაციის პროცესი დამატებით გამოწვევებს შექმნის, თუმცა მისივე განცხადებით, აუცილებელი ცვლილებების ერთ დღეში განხორციელება შეუძლებელია.
"ჩვენ 2027 წელს ზრდას დავუბრუნდებით და ეს სწორედ იმის დამსახურება იქნება, რაც დღეს გადავწყვიტეთ", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გასულ წელს Microsoft-მა საკადრო შემცირების რამდენიმე ეტაპი გაიარა და 9,000 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.
BM.GE
წყარო: bm.ge