მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი
მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

მიიღებს თუ არა კვლავ ე.წ. დამატებით 500 მლნ მ³ გაზს საქართველო? - ირაკლი კობახიძის პასუხი

BM.GE25 მაისი, 2026, 18:51|bm.ge

"რაზეც გვქონდა მყარი გარანტია [გაზის] მოცულობების კუთხით, ის გარანტია გაზრდილია" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა BM.GE-ის კითხვას კვლავ მიიღებს თუ არა საქართველო აზერბაიჯანთან გაფორმებული 20-წლიანი კონტრაქტით "დამატებით გაზს", რომელიც აქამდე მოქმედი კონტრაქტით 500 მლნ მ³-ს შეადგენდა.

„მთლიანობაში, შემიძლია გითხრათ, რომ რაზეც გვქონდა მყარი გარანტია მოცულობების კუთხით, ის გარანტია არის გაზრდილი. ანუ მოცულობა, გარანტიების ნაწილში, მთლიანობაში არის გაზრდილი. იცით, რომ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება ხელშეკრულებებისა, ეს არის მათ შორის, შაჰდენიზიდან გარანტირებული გაზი და არის ორი დამატებითი ხელშეკრულება. ჯამურად, მოცულობის გარანტია არის გაზრდილი. ანუ რაც გვქონდა გარანტია მოცულობის, იმაზე მეტი გარანტია მივიღეთ ჩვენ ამ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.

მთლიანობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა, რაც გავუზიარეთ აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ჩვენ მივუდექით ამ მოლაპარაკებებს არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, ეს იყო ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებთან დაკავშირებით და ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას. ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, სადაც თანაბრად არის გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები",- განაცხადა კობახიძემ.

18 მაისს ბაქოში ვიზიტისას საქართველომ და აზერბაიჯანმა გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გააგრძელეს. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის დოკუმენტების პაკეტის ნაწილია და სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. მთავრობა კომერციული საიდუმლოს საბაბით მოლაპარაკებების დეტალებზე არ საუბრობს.

საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური გაზსადენის (SCP) სანაცვლოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. ამას გარდა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს. კიდევ ერთი წყარო აზერბაიჯანიდან მიღებული გაზისა SOCAR-თან არსებული კონტრაქტია, რომელიც წლიურად დაახლოებით 500 მლნ მ³ გაზის საქართველოსთვის მიწოდებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE