მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE2 ივლისი, 2026, 19:39|bm.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა

ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსად ალექსანდრე ქაჯაია დაინიშნა

BM.GE

მთავრობამ ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ჯარში ნებაყოფლობით გადასვლის წესი შეცვალა - დადგენილება

მთავრობამ ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ჯარში ნებაყოფლობით გადასვლის წესი შეცვალა - დადგენილება

BM.GE

თიზ-ებისთვის დაწესებული 4%-იანი გადასახადი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს - დავით პაპიაშვილი

თიზ-ებისთვის დაწესებული 4%-იანი გადასახადი ბუნდოვანია და გადახედვას საჭიროებს - დავით პაპიაშვილი

BM.GE

საქართველოდან ყავის ექსპორტი 133%-ით გაიზარდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია

საქართველოდან ყავის ექსპორტი 133%-ით გაიზარდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია

BM.GE