მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრობანკ კრისტალისთვის მობილური ბანკინგის აპლიკაციას საერთაშორისო კომპანია Andersen შექმნის
მიკრობანკ კრისტალისთვის მობილური ბანკინგის აპლიკაციას საერთაშორისო კომპანია Andersen შექმნის

მიკრობანკ კრისტალისთვის მობილური ბანკინგის აპლიკაციას საერთაშორისო კომპანია Andersen შექმნის

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 15:03|bm.ge

მიკრობანკმა კრისტალმა, რომელიც თითქმის 28 წელია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესებს ემსახურება, მობილური ბანკინგის აპლიკაციის შესაქმნელად, ტექნოლოგიურ პარტნიორად ანდერსენი შეარჩია. აპლიკაციის შექმნა გრძელვადიანი პარტნიორობის პირველი ეტაპია, რომელიც კრისტალის ციფრული არხების განვითარებას მოიცავს.

მიკრობანკი „კრისტალი“ ციფრული მომსახურების არხების განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ამ მიზნით, კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და IT კონსალტინგის საერთაშორისო კომპანია Andersen-თან გააფორმა. ანდერსენი კრისტალის სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორის როლს შეასრულებს და ხელს შეუწყობს ბანკის ციფრული არხების განვითარებას მიკრობანკის ლიცენზიის ფარგლებში.

2026-2027 წლებში მიკრობანკი კრისტალი პრიორიტეტს კომპანიის მობილური ბანკინგის ინოვაციური აპლიკაციის შექმნაზე აკეთებს.

“ციფრული არხების განვითარება „კრისტალის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კრისტალის Andersen-თან პარტნიორობით, ახალი პლატფორმა ჩვენ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური სერვისებით უფრო მარტივად და სწრაფად ისარგებლონ და საჭირო მომსახურება ერთიან ციფრულ სივრცეში, მოქნილად და სწრაფად მიიღონ. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებისთვის ახალ შესაძლებლობებს მისცემს” - აღნიშნავს მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.

„თითქმის 28 წელია, კრისტალი საქართველოს რეგიონებში მეწარმეებს ემსახურება, ხოლო მიკრობანკის ლიცენზია ამ ისტორიის ახალ თავს ხსნის. ჩვენი ამოცანაა, ამ მომხმარებლებს შევთავაზოთ მობილური ბანკინგის აპლიკაცია, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გამოიყენებენ — იმ ბაზარზე, სადაც ადამიანებს უკვე აქვთ მოლოდინი, რომ ბანკის მომსახურება მათ ტელეფონში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ აპლიკაციას გრძელვადიანი ტექნოლოგიური პარტნიორობის პირველ ნაბიჯად მივიჩნევთ. ანდერსენის გამოცდილება მობილური და ციფრული ბანკინგის, საგადახდო სისტემებისა და საბაზისო საბანკო სისტემებთან ინტეგრაციის მიმართულებით ახლა კრისტალის ციფრული განვითარების გზამკვლევის ნაწილია“, — განაცხადა ანდერსენის რეგიონალურმა დირექტორმა, გიორგიმ თაქთაქიძემ.

„მობაილბანკის შექმნა სხვადასხვა მიმართულების მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენი გუნდისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და კომპეტენციები საერთო მიზანს მოვახმაროთ და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებს უპასუხებს “, - აღნიშნავს კრისტალის ინფორმაციული ტექნოლოგიების უფროსი ოფიცერი ლაშა ყანჩაველი.

თითქმის 28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში „კრისტალი“ მიკრო და მცირე ბიზნესის, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების მხარდაჭერას ემსახურება. ციფრული არხების განვითარება ამ ხედვის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისებით სარგებლობის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარება კრისტალს საშუალებას აძლევს, მომსახურების ტრადიციული არხები ციფრულ შესაძლებლობებს შეუთავსოს და მომხმარებლებს ურთიერთობის უფრო მოქნილი ფორმები შესთავაზოს.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600+ მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. ვებგვერდი https://crystal.ge/

Andersen-ის შესახებ:

ანდერსენი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და IT კონსალტინგის საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საქმიანობის 19-წლიანი გამოცდილება, 3 500-ზე მეტი შიდა ექსპერტი, 18 ოფისი და 2 000-ზე მეტი გლობალური კლიენტი ჰყავს.

კომპანია მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს — ბიზნესანალიზიდან და სისტემების დაპროექტებიდან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით, ტესტირებითა და უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული.

ფინანსური მომსახურებების მიმართულებით ანდერსენს განხორციელებული აქვს 350-ზე მეტი პროექტი, რომლებზეც 480-ზე მეტი დარგის სპეციალიზებული ექსპერტი მუშაობს. კომპანიის კომპეტენციები მოიცავს მობილურ და ციფრულ ბანკინგს, საგადახდო გადაწყვეტილებებს, დაკრედიტებას, საბაზისო საბანკო სისტემებთან ინტეგრაციასა და ღია ბანკინგს. კომპანიის გამოქვეყნებული პროექტები მოიცავს ფიზიკური და ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილ მობილური ბანკინგის აპლიკაციებს, საგადახდო პლატფორმების მოდერნიზაციასა და ციფრული დაკრედიტების გადაწყვეტილებებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: andersenlab.com

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს

ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს

BM.GE

ცნობილია რა იქნება გელა გელაძის ანაზღაურება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საბჭოში

ცნობილია რა იქნება გელა გელაძის ანაზღაურება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საბჭოში

BM.GE

თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა

თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა

BM.GE

ბიზნეს სესხების ზღვრის 50%-მდე შემცირება საშუალებას მოგვცემს პორტფელი მრავალფეროვანი გავხადოთ - მიკრობანკი MBC

ბიზნეს სესხების ზღვრის 50%-მდე შემცირება საშუალებას მოგვცემს პორტფელი მრავალფეროვანი გავხადოთ - მიკრობანკი MBC

BM.GE