
ტრამპი შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს
New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედური არჩევნების შედეგებს აღიარებს.
"ჩვენ ვიმუშავებთ დემოკრატებთან, იცით, ველოდებით მათთან თანამშრომლობას. სავარაუდოდ, რაღაცაზე შევთანხმდებით," - ამბობს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი.
ტრამპი არჩევნებში წაგებას იმასაც უკავშირებს, რომ ბიულეტენში თავად არ იყო და ნანობს გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის დის დარლინ გრემისა და კენ პაქსტონი ტეხასის რესპუბლიკელი გენერალური პროკურორის მხარდაჭერას არჩევნებში.
გუშინ, 3 ნოემბერს, ჩატარებული შუალედური არჩევნების პირველადი შედეგებით, ტრამპის რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი დაკარგა როგორც წარმომადგენელთა პალატაზე, ისე სენატზე. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა წინასწარი შედეგებით, დემოკრატებს უკვე აქვთ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ადგილები - 226 წარმომადგენელთა პალატაში და 53 სენატში.
BM.GE
წყარო: bm.ge