
ცნობილია რა იქნება გელა გელაძის ანაზღაურება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საბჭოში
2 ნოემბერს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც იმავე დღეს გახდა ცნობილი, მან თანამდებობა დაიკავა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოში.
ბიზნეს რეესტრში უკვე გამოქვეყნდა კორპორაციის გენერალური დირექტორის, ეკა სისაურის ბრძანება გელა გელაძის სამეთვალყურეო საბჭოში დანიშვნის შესახებ. ბრძანების თანახმად, მას განესაზღვრა 7 000 ლარის დარიცხული ხელფასი.
შედეგად, კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, აქამდე საბჭოში თანამდებობებს იკავებდნენ ვაჟა ხიდაშელი და გიორგი ჩაჩიბაია.
გელა გელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს ორი თვის განმავლობაში იკავებდა, იქამდე კი ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
გელა გელაძე იქამდე, 2025 წლის 28 მაისიდან 2026 წლის 28 აპრილამდე იკავებდა შს მინისტრის პოსტს, 2026 წლის 28 აპრილი-14 სექტემბრის პერიოდში კი სუს-ის უფროსი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge