
"მიმაჩნდა, რომ FARA-ს შესაბამისი კანონმდებლობა ევროპულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში არ იყო" - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე FARA-ს კანონზე ისაუბრა.
"პირადად მე, როგორც იურისტს, როდესაც პარლამენტმა FARA-ს შესაბამისი კანონმდებლობა მიიღო, მიმაჩნდა, რომ იგი ევროპულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში არ იყო.
თუმცა, ვინაიდან აშშ-ის ელჩმა გადაწყვიტა საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ FARA კარგი კანონი იყო, ხოლო გამჭვირვალობის შესახებ კანონი ცუდი, ჩვენ გადავწყვიტეთ ამერიკული კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა. ჩვენ უბრალოდ ვთარგმნეთ ამერიკული კანონი ქართულად და მივიღეთ იგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს კანონმდებლობა საკუთარი ინტერესების დასაცავად მიიღო.
თუმცა, ამის შემდეგ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკული კანონის ეს ზუსტი თარგმანიც კი რუსული კანონი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ სიცრუეს ეუბნებოდნენ საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოქალაქეებს ეს კარგად ესმით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომელიც თქვენ არაერთხელ ახსენეთ - საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატება“, - განაცხადა კობახიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge