მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი
“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი

“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 00:20|bm.ge

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. ექსპრემიერი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დავით გარეჯის საკითხზე მუშაობის პროცესს და მისი ჩართულობით გაკეთებულ საქმეებზეც საუბრობს.

ღარიბაშვილი წერილში წერს, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს განახლდა მუშაობა ამ მიმართულებით.

"ახლა, როდესაც ბრალს მდებენ იმაში, რაც არასოდეს ჩამიდენია, დიდი მწერლის სიტყვები მახსენდება:„ყოველი დროის ცილისმწამებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მაშინ ხდება, როცა სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წინააღმდეგაც თავად იბრძოდა იგი“.

აქვე მინდა გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი. ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს განვაახლეთ მუშაობა ამ მიმართულებით.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, გვქონდა მცდელობა, მოგვეპოვებინა ორიგინალი რუკები, რაც აუცილებელი იყო მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციების გასაძლიერებლად.

2020 წლამდე ქვეყანაში სამი პრემიერ-მინისტრი, ორი თავდაცვის მინისტრი და სამი შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალა. სამწუხაროდ, დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სიტუაცია გაუარესდა.

ჩემი კოორდინაციით თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აღვადგინეთ სრული სურათი, შევისწავლეთ წარსულში დაშვებული დანაშაულებრივი ქმედებები. გაირკვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე არასწორი რუკების გამოყენებით საქართველოს საზღვრის გამრუდებას ცდილობდნენ, კვლავ სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ.

მალევე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტის პროფესიონალების მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვა, მოსაზრებები და გამოსავლის გზები წარვუდგინე პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა დავით ხიდაშელის მიერ რუკების დედნების თბილისში ჩამოტანა. ასევე განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება - დაიწყო გამოძიება.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფოს პოზიციები. ამის თაობაზე სრულად ინფორმირებული იყო საქართველოს საპატრიარქო და პირველივე დღიდან პროცესში ჩართული იყო დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (მისი ინიციატივითა და შთაგონებით დავიწყე მუშაობა დავით გარეჯის საკითხზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს და მასთან ერთად განვაახლე პროცესი თავდაცვის მინისტრად დაბრუნებისთანავე).

ჩემი გადაწყვეტილებით განახლდა სახელმწიფო კომისიაც, რომლის შემადგენლობაშიც შევიყვანეთ ახალი წევრები - პატრიოტი პროფესიონალები.

სასამართლო პროცესი 2023 წლის ბოლომდე გრძელდებოდა. ასევე შერჩეული გვყავდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სამართლებრივ საკითხებში დაგვეხმარებოდნენ.

აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი სახელმწიფოა. იმედი მაქვს, სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მოლაპარაკებები და სამართლიანად გადაწყდება დავით გარეჯის საკითხი.

და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერია განცხადებაში.

გამოძიების განმარტებით, „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულებმა, ნატალია ილიჩოვამ და ივერ მელაშვილმა საქართველოს საზიანოდ განზრახ გადამალეს 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკა, რომელიც ჩხრეკის შედეგად - ილიჩოვას კაბინეტში აღმოჩნდა.

რატომ 1938 წლის რუკა?

„1938 წლის რუკა არის საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი შიდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და გარე საზღვრებით დადგენილი რუკა. მაშინ ამ კავშირში იყო 11 რესპუბლიკა. იმ დროისთვის უკვე აღარ არსებობდა ამიერკავკასიის ფედერაცია, რომელიც 1936 წელს გაუქმდა და აღარ იყო თურქმენისტანის ფედერაცია, რომელიც ცოტა უფრო ადრე გაუქმდა. სწორედ ამ რუკით დადგინდა საზღვრები საქართველოსა და მისი მოსაზღვრე ტერიტორიებისა - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი“.

„იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა დე ფაქტო და დაშლისას არავითარი იურიდიული დოკუმენტი აღარ შედგენილა 1991 წელს, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიის მიერ, 1996 წელს, სახელმძღვანელოდ სწორედ 1938 წლის რუკა იქნა აღებული".

ექსპერტების ინფორმაციით, აზერბაიჯანი თავისთვის უფრო ხელსაყრელად მიიჩნევს 1948-52 წლის სამხედრო რუკას, რადგან ამ რუკით საზღვარი ამოტანილი იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ქედზე.

გამოძიების ინფორმაციით კი, 1938 წლის რუკის ნაცვლად, ივერ მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, კომისიის ფარგლებში, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების „1:100 000-იანი და 1:50 000 მასშტაბის“ რუკებით ხელმძღვანელობდნენ. შედეგად კი - კომისიის ფარგლებში მიღწეულ წინასწარ შეთანხმებებში „სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს“.

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს - წერილი სრულად

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • პუტინს უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრა სურს - Wall Street Journalტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
  • ევროპარლამენტში საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართებაფორმულა
საკითხზე →ღარიბაშვილი →

მსგავსი სტატიები

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

ციტრუსის რთვლისთვის საკოორდინაციო შტაბი, სავარაუდოდ, 10 ნოემბრიდან გაიხსნება - რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?

BM.GE

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

"სახელმწიფომ წყალტუბოს პოპულარიზაციაში დიდი თანხა უნდა დახარჯოს" - რა შემთხვევაში დაინტერესდება ბიზნესი სანატორიუმებით?

BM.GE

Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

BM.GE

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

გარი კასპაროვმა დონალდ ტრამპი კრემლის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა

BM.GE