მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიუხედავად შეფერხებებისა, ევროკავშირმა ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის შეჩერებაზე უარი თქვა
მიუხედავად შეფერხებებისა, ევროკავშირმა ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის შეჩერებაზე უარი თქვა

მიუხედავად შეფერხებებისა, ევროკავშირმა ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის შეჩერებაზე უარი თქვა

BM.GE15 ივლისი, 2026, 01:10|bm.ge

ევროკავშირმა ბიომეტრიული სასაზღვრო კონტროლის შეჩერებაზე უარი თქვა. საქმე ის არის, რომ ბრიუსელს აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა მოუწოდეს, EU-ში სასაზღვრო კონტროლის დროს თითის ანაბეჭდებისა და სახის ამომცნობი სისტემის-EES-ის სრულად ამოქმედების გადავადებაზე, რაზეც ბრიუსელმა უარი განაცხადა. თუმცა ბლოკი ასევე აღიარებს, რომ არსებობს 20 "პრობლემური წერტილი", სადაც რიგებთან დაკავშირებული ქაოსი მართლაც ფიქსირდება.

საზაფხულო არდადეგების პიკური სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი "შესვლა/გასვლის სისტემა" (EES) "არ არის იდეალური", თუმცა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს განუმარტავენ, რომ მისი სრული შეჩერება "არ არის საჭირო" და "შეუძლებელია".

EES-ის ფარგლებში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მგზავრები შენგენის ზონაში პირველად შესვლისას ვალდებულნი არიან დაარეგისტრირონ თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება, ხოლო ყოველი შემდგომი გასვლისა და ხელახლა შესვლის დროს გაიარონ ბიომეტრიული ვერიფიკაცია.

ტურისტულ ზონებში ქაოსის თავიდან აცილების მიზნით, ავიაკომპანიებმა, აეროპორტების წარმომადგენლებმა და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) ახალი კონტროლის შეჩერება მომავალ ზაფხულამდე მოითხოვეს.

IATA-ს განცხადებით, მგზავრები პორტუგალიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბელგიის აეროპორტებში შეფერხებებს აწყდებიან და რეისებზე გადაჯდომას ვერ ასწრებენ. მსგავსი პრობლემებია ისეთ სეზონურ მიმართულებებზეც, როგორებიცაა ალიკანტე, მალაგა და მაიორკა.

თუმცა, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეუძლებელია, სისტემა ზოგ ქვეყანაში მოქმედი დარჩეს, ზოგან კი არა, რადგან ეს სასზღვრებს მიღმა დარჩენილი მგზავრებისთვის "არასასიამოვნო ვითარებას" გამოიწვევს.

კერძოდ, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ არაევროკავშირის მოქალაქე შენგენის ზონაში იმ საზღვრიდან შევა, სადაც ახალი კონტროლი მოქმედებს, ხოლო ზონას იმ საზღვრიდან დატოვებს, სადაც EES არ ფუნქციონირებს. ასეთ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ მათ ნებადართული 90-დღიანი ვადის გადაცილება დაუფიქსირდეთ და მომავალში უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე.

გამოცემა "Financial Times"-ის ცნობით, ევროკავშირი წინასწარი ავტორიზაციის ცალკეული სავიზო სისტემის, იგივე ETIAS-ის ( "ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა") შემოღებასაც აყოვნებს.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 1 500 სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მხოლოდ 20 იყო "პრობლემური წერტილი" და კომისია შესაბამის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დატვირთვის შესამსუბუქებლად ზომები მიიღონ.

ერთ-ერთი ობიექტი, სადაც ყველაზე დიდი დაგვიანებები დაფიქსირდა, მცირე რეგიონული აეროპორტი იყო, სადაც ერთ საათში 3 000 მგზავრი ჩაფრინდა. მათი სწრაფი შემოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ბიომეტრიული კონტროლისთვის მხოლოდ ოთხი ჯიხური მუშაობდა.

თუმცა, ვინაიდან ეს ტურისტული მიმართულებაა, პრობლემა მხოლოდ "წელიწადში ორ ან სამ თვეს" გრძელდება - აღნიშნეს ოფიციალურმა პირებმა.

მათივე ინფორმაციით, ლისაბონმა უკვე შეამცირა რიგები დამატებითი თანამშრომლების მობილიზებით, ხოლო ბრიუსელის აეროპორტში სასაზღვრო სააგენტო "Frontex"-ის 50 ახალი თანამშრომელი განათავსეს.

აღნიშნული კონტროლი რვა წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მისი მიზანი სასაზღვრო კონტროლში არსებული იმ ხარვეზების აღმოფხვრა იყო, რომლებიც 2015 და 2016 წლებში ბრიუსელსა და პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა გამოავლინა.

სისტემის ამოქმედება მრავალჯერ გადაიდო, სანამ საბოლოოდ გასულ ოქტომბერში არ ამოქმედდა, თუმცა წევრ ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა დროებით უარი ეთქვათ მასზე, ვიდრე მიმდინარეობდა მგზავრების თითის ანაბეჭდების აღების ტექნოლოგიისა და ლოგისტიკის ტესტირება.

EES-ის ახალი რეგულაციებით, აეროპორტებსა და პორტებს შეუძლიათ, დროებით შეაჩერონ სისტემის მუშაობა, თუ რიგები უმართავი გახდება, თუმცა ამ შეღავათის გამოყენების ვადა სექტემბერში იწურება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • DW: ევროკავშირის ექვსი სახელმწიფო ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას სთხოვსიმედი
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE