მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - ირაკლი კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე
"მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - ირაკლი კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე

"მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - ირაკლი კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:57|bm.ge

"მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის", - ასე აფასებს ყოფილი პარლამენტარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მილიონი დოლარის გამოყოფას "საქართველოს საბანკო რეზოლუციის მზადყოფნის პროექტისათვის".

"აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პარლამენტში კოლეგებთან ერთად, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მიღებული ეს კარგი ინიციატივა მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებისათვის", - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

საქმე ისაა, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს სარეზოლუციო ფონდისთვის 35 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პირობითი დაფინანსება - ე.წ. საკრედიტო ხაზი გახდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული რესურსი საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსებას მოხმარდება.

შესაბამის სასესხო შეთანხმებას დღეს მოაწერეს ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ იქნება გამოყენებული. მისი ამოქმედება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში - როდესაც ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის რეზოლუციის გადაწყვეტილებას მიიღებს და პროცესის დაფინანსების საჭიროება წარმოიქმნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართებაიმედი
  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდარუსთავი 2
  • სააპელაციოს გადაწყვეტილება: გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გაუქმებულიატვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

„ნოდოს მეღვინეობამ“ წარმოება 5000 ბოთლამდე გაზარდა - რა გეგმები აქვს მცირე ბიზნესს?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE