მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 04:38|bm.ge

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის საფრთხის, ასევე საწვავისა და წყლის მიწოდებაში მოსალოდნელი შეფერხებების გამო მიიღო. ოფიციალური გადაწყვეტილების თანახმად, სპეციალური რეჟიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით 26 სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კრიზისების მართვის ეროვნულ კომისიას განსაკუთრებული უფლებამოსილებები მიენიჭება. ეს ორგანო სახელმწიფოსთვის ენერგორესურსების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფაზე იმუშავებს და მოქმედი რეგულაციების ფარგლებს მიღმა გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.

კომისიას ენერგორესურსებთან დაკავშირებული ფასების, ტარიფების, აქციზისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების კორექტირების უფლება ექნება. ამას გარდა, ხელისუფლებას ენერგორესურსებისა და წყლის მოხმარების პირდაპირი შეზღუდვის შესაძლებლობაც მიეცემა.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში განგაშის რეჟიმი მოლდოვაში ივლისში, მდინარე დნესტრში წყლის დონის მკვეთრი კლებისა და ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის დეფიციტის გამო დაწესდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE