მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

BM.GE3 ივლისი, 2026, 19:25|bm.ge

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტიანუ თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მასსა და ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მეთაურმა პოსტი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში დატოვა. ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ მან საკუთარი პრინციპების საწინააღმდეგოდ საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა გახდა კონფლიქტის წინაპირობა.

მოლდოვას პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალექსანდრუ მუნტიანუმ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა ეკონომიკური რეფორმების განხორციელების რთულ პერიოდში აიღო.

მოლდოვას ლიდერი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებაც, რომ პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ხელი ხელოვნურად ეშლებოდა და მსგავს ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

რაც შეეხება მოვლენათა სამომავლო განვითარებას, მაია სანდუ ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესს დაუყოვნებლივ დაიწყებს. ქვეყნის ლიდერის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოლდოვას შეფერხების უფლება არ აქვს. როგორც ის აღნიშნავს, ახალი მთავრობის უპირველესი დანიშნულება რეფორმების დღის წესრიგის სწრაფად შესრულება იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თანიმედი
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პუტინის ვიზიტი სადავო იტურუპზე მკაცრად გააპროტესტაფორმულა
  • სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცარუსთავი 2
  • 29 მილიონიანი ტენდერი ყოფილი მინისტრის დაფუძნებლ კომპანიას? - რა ეჭვებს აჩენს ტენდერის ქრონოლოგიატვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

რაში დაიხარჯება თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი?

BM.GE