
სპორტის მინისტრმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
რუსთავი 2|rustavi2.ge
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge