მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მომხმარებელმა ფასი თავად არ უნდა იანგარიშოს“ - „ხინკლის სახლს“ კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურა
„მომხმარებელმა ფასი თავად არ უნდა იანგარიშოს“ - „ხინკლის სახლს“ კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურა

„მომხმარებელმა ფასი თავად არ უნდა იანგარიშოს“ - „ხინკლის სახლს“ კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდასტურა

BM.GE19 მაისი, 2026, 14:39|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ გულიანი-ს, რომელიც რესტორან „ხინკლის სახლს“ ოპერირებს, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდასტურა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია საცნობარო კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა, რადგან მენიუში მითითებულ ფასებს დამატებით მომსახურების 15% ემატებოდა.

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, როდესაც მოვაჭრე მომსახურების გადასახადს მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლით უთითებს და მომხმარებელს საბოლოო ფასის დამოუკიდებლად გამოთვლა უწევს, ეს უსამართლო კომერციულ საქმიანობად მიიჩნევა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ მომხმარებელს არ უნდა უწევდეს დამატებითი ქმედების განხორციელება მათ შორის, საბოლოო ფასის კალკულაცია იმისთვის, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს.

მიღებული გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში კვების მენიუში ცვლილებები შეიტანოს და მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. სააგენტოს მოთხოვნით, ფასში ასახული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების საფასური.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE