მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მონაკოში ოლიგარქის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი უკრაინაში მოკლული იპოვეს
მონაკოში ოლიგარქის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი უკრაინაში მოკლული იპოვეს

მონაკოში ოლიგარქის აფეთქებაში ეჭვმიტანილი ქალი უკრაინაში მოკლული იპოვეს

BM.GE7 ივლისი, 2026, 23:31|bm.ge

მონაკოში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე ანასტასია ბერეზოვსკაია უკრაინაში მოკლული იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, 39 წლის ქალის ცხედარი თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა. საყურადღებოა, რომ ამავე საქმეზე სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი უკვე დააკავეს.

SBU-ის განცხადებით, დაკავებულთა შორის არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოქმედი თანამშრომელი, რომელმაც ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბერეზოვსკაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირები მონაკოს თავდასხმის შესაძლო თანამონაწილეებიც შეიძლება იყვნენ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაპატიმრებული პირები ბერეზოვსკაიას საბანკო და კრიპტოანგარიშებზე ფულად სახსრებს პერიოდულად რიცხავდნენ.

ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა დაკავებული ყოფილი პოლიციელის სახლში წამებისთვის მოწყობილ სარდაფსაც მიაგნეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, საგამოძიებო პროცესში ჩართულია სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი ოლეგ ივაშჩენკოც, რომელიც სამართალდამცველებს პირად დახმარებას უწევს.

რაც შეეხება უშუალოდ მონაკოში მომხდარ დანაშაულს, შეგახსენებთ, მოკლულმა ბერეზოვსკაიამ თავდასხმა მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმულმა ჩაიდინა. მან 2023 წელს სანქცირებული პრო-რუსი ბიზნესმენის, ვადიმ ერმოლაევის ლიკვიდაცია ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით სცადა. როგორც ცნობილია, სადარბაზოში მის მიერ დატოვებული ასაფეთქებლით სავსე ამანათის დეტონაციას ბიზნესმენისა და მისი ოჯახის 2 წევრების დაშავება მოჰყვა, თუმცა სამივე მათგანი სიკვდილს გადაურჩა.

დანაშაულის განხორციელების შემდეგ ბერეზოვსკაიამ ნაქირავები ავტომობილით იტალიის გავლით გერმანიაში მიმალვა მოასწრო. ამ ფაქტის გამო Interpol-მა მის დასაკავებლად წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა დაუყოვნებლივ გამოაცხადა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თავდასხმის მთავარი სამიზნე უკრაინის მიერ სანქცირებული მულტიმილიონერი ვადიმ ერმოლაევი იყო. კიევის მიერ 2023 წელს ფინანსური შეზღუდვების ქვეშ მოქცეული ბიზნესმენი ყირიმში ალკოჰოლური სასმელების მსხვილ აქტივებს ფლობს, მისი ფინანსური ქონება კი ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით $230 მილიონს ($230 მლნ.) აღწევს. კვიპროსის მოქალაქეობის მქონე ერმოლაევი ბოლო წლებში მუდმივად მონაკოში ცხოვრობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევიათიმედი
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

BM.GE

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

BM.GE

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

გურიაში რთველი ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყება|რა მოლოდინი აქვს "ნოდოს მეღვინეობას"?

BM.GE