მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოქალაქეებს მშენებლობის ილუზია შეუქმნეს და ასობით ათასი დოლარი გამოსძალეს - პროკურატურამ 3 უცხოელს ბრალი წარუდგინა
მოქალაქეებს მშენებლობის ილუზია შეუქმნეს და ასობით ათასი დოლარი გამოსძალეს - პროკურატურამ 3 უცხოელს ბრალი წარუდგინა

მოქალაქეებს მშენებლობის ილუზია შეუქმნეს და ასობით ათასი დოლარი გამოსძალეს - პროკურატურამ 3 უცხოელს ბრალი წარუდგინა

BM.GE2 ივლისი, 2026, 18:42|bm.ge

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დანაშაულებრივი საქმიანობის შესანიღბად საქართველოში დაფუძნებულ რამდენიმე კომპანიას და მათთან დაკავშირებულ სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ბრალდებული საზღვარგარეთიდან, სოციალური ქსელების მეშვეობით, სამშენებლო კომპანიის რეკლამირებას და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ახორციელებდა.

დაინტერესებულ პირებს ის დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ამისამართებდა, რომლებიც კომპანიების სახელით დაზარალებულებთან ფიქტიურ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ.

შემდგომში ისინი სამშენებლო მოედანზე მოჩვენებით სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ, რათა დაზარალებულებში ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების ილუზია შეექმნათ;

ბრალდებულები სამშენებლო მასალების მოსალოდნელი გაძვირებისა და სამუშაოების დაჩქარების საბაბით დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდას სთხოვდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული გზით ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ 428 250 აშშ დოლარს, 10 100 ლარს და 400 000 სომხურ დრამს.

სამართალდამცველებმა ერთი ბრალდებული სხვა თაღლითობის ფაქტზე 2026 წლის 17 ივნისს დააკავეს და იგი პატიმრობაში იმყოფება. მეორე ბრალდებული 30 ივნისს დააკავეს, ხოლო მესამეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულადფორმულა
  • სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყორუსთავი 2
  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
პროკურატურამ →წარუდგინა →ბრალი →

მსგავსი სტატიები

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

BM.GE

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

BM.GE

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

BM.GE