მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Morningstar-ის შეფასებით, SpaceX-ის ნამდვილი კაპიტალიზაცია $780 მილიარდია და არა $1.7 ტრილიონი
Morningstar-ის შეფასებით, SpaceX-ის ნამდვილი კაპიტალიზაცია $780 მილიარდია და არა $1.7 ტრილიონი

Morningstar-ის შეფასებით, SpaceX-ის ნამდვილი კაპიტალიზაცია $780 მილიარდია და არა $1.7 ტრილიონი

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:10|bm.ge

კვლევითმა კომპანია Morningstar-მა ილონ მასკის SpaceX-ის საბაზრო ღირებულება $780 მილიარდად შეაფასა. საყურადღებოა, რომ დასახელებული მაჩვენებელი კომპანიის მიერ დაგეგმილი IPO-ს სამიზნე ნიშნულზე ორჯერ ნაკლებია. როგორც ცნობილია, ბირჟაზე გასვლის წინ SpaceX-ი $1.75 ტრილიონიან შეფასებას უმიზნებს.

Morningstar-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ აქციების ფასი მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ეს პროცესი გრძელვადიანად არ გაგრძელდება, რადგან სტარტაპის რეალური შეფასება გაცილებით მცირეა.

ანალიტიკოსი ნიკოლას ოუენსი კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ბუნდოვან პერსპექტივაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, xAI-ისა და სოციალურ ქსელ X-ის პოზიციებს ბაზარზე არსებული კონკურენცია და OpenAI-სა და Anthropic-ის ფაქტორები ასუსტებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩეთბოტი Grok-ი დღეს წამყვან მოდელებს შორისაც კი ვერ ხვდება.

ამასთან, ის ამახვილებს ყურადღებას ფაქტზე, რომ SpaceX-ის ხელოვნური ინტელექტის სეგმენტი დიდწილად ეყრდნობა დაუტესტავ ტექნოლოგიებს, რომელთა შორისაცაა ორბიტალური მონაცემთა ცენტრები - პროექტი, რომლის რეალურად განხორციელების პერსპექტივა ამჟამად სრულიად ბუნდოვანია.

ოუენსის განმარტებით, კომპანიას მნიშვნელოვნადაა გადაფასებული და გრძელვადიან ინვესტორებს ურჩევს, აქციების შესაძენად IPO-ს შემდგომ პერიოდს დაელოდონ.

ცნობისთვის, კოსმოსური კომპანია საინვესტიციო ტურნეს დაწყებას 4 ივნისს გეგმავს, ხოლო აქციების Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსებას 12 ივნისისთვის აპირებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საჯარო შეთავაზების პროცესს ისეთი მსხვილი საინვესტიციო ბანკები ჩაერთვებიან, როგორებიც Goldman Sachs-ი, Morgan Stanley, BofA Securities-ი, Citigroup-ი და J.P. Morgan-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE