მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვინ არის მოსადის ახალი ხელმძღვანელი რომან გოფმანი?
ვინ არის მოსადის ახალი ხელმძღვანელი რომან გოფმანი?

ვინ არის მოსადის ახალი ხელმძღვანელი რომან გოფმანი?

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:25|bm.ge

ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ახალ დირექტორად რომან გოფმანი დაინიშნა. მან მოვალეობის შესრულება დღეს ოფიციალურად დაიწყო. ახალმა დირექტორმა ამ პოზიციაზე დავით ბარნეა შეცვალა.

იერუსალიმში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ირანის ბირთვული საფრთხის საბოლოო განადგურება დაავალა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს უწყება თეირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მუდმივად უნდა დარჩეს.

სიტყვით გამოსვლისას დაზვერვის ახალმა ხელმძღვანელმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შემდგომ კი ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებზე ისაუბრა. გოფმანის განცხადებით, ქვეყნის აქტიურმა ქმედებებმა ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსი სრულად შეცვალა. უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად დაწყებულ შეტევაზეც და მის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. ახალი დირექტორის თქმით, მოსადის მთავარი მოვალეობა იყო და კვლავაც იქნება ფარული ოპერაციების ნებისმიერ ფასად განხორციელება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესს მარტივად არ ჩაუვლია. რომან გოფმანმა პოსტი ხანგრძლივი სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ დაიკავა. ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ მისი კანდიდატურის გაუქმების შესახებ წარდგენილი არაერთი სარჩელი უარყო. სიცხადისთვის, გოფმანს მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ეთიკური ნორმების დარღვევას არაერთი მოსარჩელე ედავებოდა.

ცნობისთვის, რომან გოფმანი მოსადის ისტორიაში რიგით მე-14 დირექტორია. მანამდე ის ბენიამინ ნეთანიაჰუს სამხედრო მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

„ჰამასი“ განიარაღებას ოფიციალურად დათანხმდა - რა ვიცით თეთრი სახლის მიერ მიღწეული შეთანხმების შესახებ?

BM.GE