მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია
მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 14:36|bm.ge

რუსეთში თხევადი გაზის (LPG) ფასის მკვეთრი ზრდის გამო, უახლოეს პერიოდში, საქართველოშიც მოსალოდნელია საწვავის გაძვირება. ამის შესახებ BMG-სთან თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი აცხადებს.

მისი განმარტებით, რუსეთის შიდა ბაზარზე თხევადი გაზის ფასი თითქმის გაორმაგდა - თუ ერთი თვის წინ, ერთი ტონა თხევადი გაზის ღირებულება 30 000 რუბლს შეადგენდა, ამჟამად, მისმა ფასმა 65 000 რუბლს მიაღწია. ფასის ზრდა რუსეთში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებსა და დაბომბვებს უკავშირდება, რის გამოც, მათივე ბაზარზე გაზზე მოთხოვნა გაიზარდა.

„შემოსვლით პროდუქტი ჯერჯერობით მაინც შემოდის, რადგან რუსეთს სხვა ტიპის საწვავზე ექსპორტი შეზღუდული აქვს, თუმცა, ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამ ეტაპზე, საქართველოში LPG-ის ფასი 1,70 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ღირებულებამ 2,80–2,90 ლარამდე აიწიოს“, - ამბობს ნარიმან ფირცხელიანი BMG-სთან

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე თხევადი გაზის იმპორტისთვის ალტერნატიული ბაზარი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი რისკების პროგნოზირება რთულია, ამ დროისთვის, საქართველო კვლავ სრულად რუსულ წყაროზეა დამოკიდებული.

ამ დროისთვის, გაზგასამართ სადგურებზე LPG-ის ფასი საშუალოდ, 1,70 ლარია, ზოგიერთ ქსელში კი, 2 ლარს აღემატება. ჯერჯერობით, ამ ბაზრიდან პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული არ არის, თუმცა, იმპორტიორები ალტერნატიულ ბაზრებზე უკვე ფიქრობენ. ამასთან, რეალიზატორების განმარტებით, ადგილობრივ ბაზარს, დაჯარიმებული და დახურული გაზგასამართი სადგურების წნეხიც ემატება, რაც ფასწარმოქმნაზეც აისახება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ ეცემა კრიპტოაქტივების ფასები?

რატომ ეცემა კრიპტოაქტივების ფასები?

BM.GE

„კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი

„კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი

BM.GE

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ყეინიშვილის სების საბჭოდან წასვლისას კანონი დაიცვეს, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობს

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ყეინიშვილის სების საბჭოდან წასვლისას კანონი დაიცვეს, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობს

BM.GE

რა კრიტერიუმებით განისაზღვრა ბინაზე უარის სანაცვლოდ დევნილებზე 10 000-ლარიანი კომპენსაცია? - გიორგი კაკაურიძის პასუხი

რა კრიტერიუმებით განისაზღვრა ბინაზე უარის სანაცვლოდ დევნილებზე 10 000-ლარიანი კომპენსაცია? - გიორგი კაკაურიძის პასუხი

BM.GE