მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ ეცემა კრიპტოაქტივების ფასები?
რატომ ეცემა კრიპტოაქტივების ფასები?

რატომ ეცემა კრიპტოაქტივების ფასები?

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 18:36|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის მორიგი ტალღის გააქტიურებამ გლობალურ ბაზრებზე სარისკო აქტივების მიმართ ინვესტორთა ინტერესი შეამცირა. კერძოდ, ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანზე განმეორებითი სამხედრო იერიშის მიტანის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა კრიპტოაქტივების სექტორზე ნეგატიური ზეწოლა გაზარდა და ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის 3%-იანი შემცირება გამოიწვია.

ამჟამად ბიტკოინის ფასი $80,000-ის ფარგლებშია, რაც 2.8%-იან გაუფასურებას წარმოადგენს; ხოლო ეთერიუმის ფასი $2,300-ს შეადგენს, რაც 4.5%-იანი კორექციაა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრიპტოაქტივების დაღმასვლის მიზეზი ენერგეტიკული კრიზისის გამწვავებაა. ბუნებრივია, ნავთობისა და გაზის გაძვირება გლობალურ ინფლაციურ რისკებს აძლიერებს, რაც აშშ-ის ფედერალურ რეზერვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს. გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი კი სარისკო აქტივების მიმართ ინვესტორების ინტერესს ამცირებს.

ლოგიკა მარტივია, რაც უფრო მეტი ხანი იქნება ნავთობი $100-დოლარიან ნიშნულზე მაღლა, მით უფრო მეტად გაიზრდება ინფლაცია და მის საპასუხოდ FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკი. შესაბამისად, ინვესტორები შიშობენ, რომ ირანის კონფლიქტი უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდება, რაც ბაზარზე რისკის პრემიას დრამატულად ზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

Profesto - სამუშაო დროიდან ანაზღაურებამდე, თანამშრომლების მართვა ერთ სისტემაში

BM.GE

სინგაპურულ კომპანიებთან ინვესტიციების და ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია - ირაკლი ნადარეიშვილი

სინგაპურულ კომპანიებთან ინვესტიციების და ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა არჩევნები სერბეთში, ბულგარეთსა და ბრაზილიაში

როგორი შედეგებით დასრულდა არჩევნები სერბეთში, ბულგარეთსა და ბრაზილიაში

BM.GE

სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა | ირაკლი ლექვინაძე ekalata-ს შედეგებზე

სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა | ირაკლი ლექვინაძე ekalata-ს შედეგებზე

BM.GE