მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ
მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 18:26|bm.ge

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოს მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას ითხოვენ - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოწოდება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ გალუზინის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცის და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა.

"შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორი რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობას. მათი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის იურიდიული გარანტიების გაცემის გარეშე.

გარდა ამისა, მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა განაცხადეს, რომ აუცილებელია საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის ე.წ. "სახელმწიფო საზღვრების" ოფიციალურად განსაზღვრა, რუკაზე დაფიქსირება და შემდგომ ადგილზე მონიშვნა (დელიმიტაცია და დემარკაცია)", - ვკითხულობთ რუსულ მედიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE