მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" - ტრამპი კობახიძეს დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობას უხდის
"მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" - ტრამპი კობახიძეს დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობას უხდის

"მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" - ტრამპი კობახიძეს დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობას უხდის

BM.GE17 ივლისი, 2026, 22:06|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის მადლობას უხდის.

ტრამპის წერილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობის გაძლიერებას.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.

გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 199 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვაიმედი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
კობახიძე →ტრამპი →დამოუკიდებლობის →

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE