
მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - ელინა ვალტონენი
ფინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს და რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. ეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე X-ზე დაწერა:
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები".
2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა რუსეთი ამ შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
BM.GE
წყარო: bm.ge