მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მპ დეველოპმენტი" 1-წლიანი 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს
"მპ დეველოპმენტი" 1-წლიანი 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

"მპ დეველოპმენტი" 1-წლიანი 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

BM.GE14 ივლისი, 2026, 21:18|bm.ge

„მპ დეველოპმენტი“ საორიენტაციოდ, 2026 წლის 24 ივლისს, ჯამურად, $57 მლნ-მდე ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში ტრანშების, 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ემისიები წარმოადგენს „კომპანიისთვის“ ობლიგაციების რიგით მეოთხე და მეხუთე განთავსებებს.

"საინფორმაციოდ გაცნობებთ, რომ 2024 წლის ივლისსა და 2025 წლის აპრილში „კომპანიამ“ წარმატებით განათავსა ჯამურად 3,000,000 ევროსა და 22,700,000 აშშ დოლარის მოცულობის ტრანშები.

დაგეგმილი ემისიების საბოლოო საპროცენტო სარგებელი დადგინდება ე.წ. book-building-ის პროცესის შედეგად. „ობლიგაციებიდან“ მიღებული სახსრები მოხმარდება მიმოქცევაში არსებული „კომპანიის“ ობლიგაციების და სამომავლო პროექტების დაფინანსებას. „კომპანია“ მიზნად ისახავს „ობლიგაციების“ თბილისის საფონდო ბირჟის ან/და საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას.

გარიგების სავარაუდო დეტალები:

გარიგება: აშშ დოლარი ევრო ემისიის ნომინალური ღირებულება: 6,300,000 აშშ დოლარამდე 5,300,000 ევრომდე ობლიგაციების ტიპი: არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვების საორიენტაციო თარიღი: 24 ივლისი, 2026 24 ივლისი, 2026 ობლიგაციების დაფარვის საორიენტაციო თარიღი: 24 ივლისი, 2027 24 ივლისი, 2027 გამოშვების ფასი: ნომინალური ღირებულების 100% ნომინალური ღირებულების 100% საპროცენტო სარგებელი (კუპონი): ფიქსირებული [7.25% – 7.75%] ფიქსირებული [6.25% – 6.75%] სარგებლის (კუპონის) გადახდის პერიოდულობა: ნახევარწლიურად ნახევარწლიურად ობლიგაციის ნომინალური ღირებულება: 1,000 აშშ დოლარი 1,000 ევრო სხვა მახასიათებლები: გამოსყიდვის ოფცია გამოშვების თარიღიდან ნებისმიერ დროს - 102.0% გამოსყიდვის ოფცია გამოშვების თარიღიდან ნებისმიერ დროს - 102.0% ლისტინგი: სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ ან/და სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ სს „თბილისის საფონდო ბირჟა“ ან/და სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ განთავსების აგენტი: სს „გალტ ენდ თაგარტი“, შპს “თიბისი კაპიტალი” სს „გალტ ენდ თაგარტი“, შპს “თიბისი კაპიტალი”

შპს „მპ დეველოპმენტის“ შესახებ:

შპს „მპ დეველოპმენტი“ 2012 წლიდან ახორციელებს სავაჭრო ცენტრების განვითარებასა და გაქირავებას საქართველოში (როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში). „კომპანია“ არის ერთ-ერთი მსხვილი კომერციული უძრავი ქონების ოპერატორი, რომელიც ფლობს მცირე და დიდი ზომის სავაჭრო ობიექტებს თბილისსა და რეგიონების დიდ ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორსა და ფოთში.

„კომპანია“ 9 ქალაქის მასშტაბით ფლობს 18 ობიექტს, რომელთაგან 17 ოპერირებს სრული დატვირთულობით, ხოლო მისი მოიჯარეების დივერსიფიცირებული ერთობლიობა მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა „ვისოლი“, „ვენდის“, „სმარტი“, „საქართველოს ბანკი“, „კარფური“, „ალტა“ და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია:

„კომპანიასთან“ და „ობლიგაციების“ შეთავაზებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულებს:

• „ობლიგაციების“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტი და წინასწარი შეთავაზების პირობები იხილეთ ლინკზე; • დამატებითი ინფორმაცია შეთავაზების შესახებ იხილეთ ლინკზე;

„ობლიგაციების“ განთავსებაში მონაწილეობის ინსტრუქცია:

თუ გსურთ შეიძინოთ „კომპანიის“ „ობლიგაციები“, უნდა გაგზავნოთ ხელმოწერილი დაინტერესების განაცხადი განთავსების აგენტის ელ. ფოსტაზე: bonds@gt.ge. დაინტერესების განაცხადის მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 21 ივლისი, 18:00 საათი (GMT+4). „ობლიგაციების“ განთავსების პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ ინვესტორებს, რომლებიც განაცხადებენ ინტერესს შედარებით დაბალ საპროცენტო სარგებელზე (კუპონზე).

„ობლიგაციების“ შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ საბროკერო ანგარიში განთავსების აგენტთან. თუ გჭირდებათ საბროკერო ანგარიშის გახსნა შესაბამისი მოთხოვნით, უნდა დაუკავშირდეთ ელ. ფოსტაზე: bonds@gt.ge. თანხის ჩარიცხვა საბროკერო ანგარიშზე უნდა მოხდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 ივლისის 18:00 საათამდე (GMT+4).

გაცნობებთ, რომ თქვენ, როგორც გალტ ენდ თაგარტის მომხმარებელს, უფლება გაქვთ მოითხოვოთ, მოგენიჭოთ გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსი. კრიტერიუმების გასაცნობად და კითხვარის შესავსებად, გთხოვთ, მიმართოთ პირად ბროკერს.

თუ შევსებული კითხვარის მიხედვით თქვენ დააკმაყოფილებთ გათვითცნობიერებული ინვესტორის სტატუსის მისანიჭებლად კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმ(ებ)ს და მოითხოვთ სტატუსის მინიჭებას, დაგიკავშირდებათ პირადი ბროკერი. გაითვალისწინეთ, რომ კითხვარის შეუვსებლობის შემთხვევაში ან/და სტატუსის მინიჭებამდე გალტ ენდ თაგარტი მოგემსახურებათ, როგორც გაუთვითცნობიერებელ ინვესტორს", - აქვეყნებს „მპ დეველოპმენტი“.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

BM.GE

FAO სამეგრელო-ზემო სვანეთში მეფუტკრეებისთვის უფასო ტრენინგების სერიას იწყებს

FAO სამეგრელო-ზემო სვანეთში მეფუტკრეებისთვის უფასო ტრენინგების სერიას იწყებს

BM.GE

TasteAtlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულო მსოფლიოს 21 საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა

TasteAtlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულო მსოფლიოს 21 საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა

BM.GE

სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

BM.GE