მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბანკის $372-მილიონიანი კრედიტიდან საქართველოს რკინიგზაზე $190 მილიონი მიიმართება
მსოფლიო ბანკის $372-მილიონიანი კრედიტიდან საქართველოს რკინიგზაზე $190 მილიონი მიიმართება

მსოფლიო ბანკის $372-მილიონიანი კრედიტიდან საქართველოს რკინიგზაზე $190 მილიონი მიიმართება

BM.GE4 ივნისი, 2026, 15:19|bm.ge

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა სასესხო შეთანხმების ყველაზე მსხვილი 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსება, რომელიც საქართველოში სარკინიგზო და საგზაო სექტორების განვითარებაზე უნდა მიიმართოს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზას აღნიშნული დაფინანსებიდან 190 მილიონი დოლარი შეხვდება, ხოლო 182 მილიონი დოლარი საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

კერძოდ, 190 მილიონი დოლარი მოხმარდება საქართველოს რკინიგზის მიერ ახალი ლოკომოტივების შესყიდვას, ასევე ელექტრო ქვესადგურების მოდერნიზებას და მშენებლობას და საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებას. 182 მილიონი დოლარი კი კახეთში ოთხზოლიანი მაგისტრალის განვითარებაზე დაიხარჯება - უფრო დეტალურად ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე ოთხზოლიანი გზის მშენებლობა არის დაგეგმილი.

"რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც. შესაბამისად, პროექტს განახორციელებს სს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2026 წლის მაისის დასაწყისში საქართველოს რკინიგზამ განვითარების ახალი გეგმები წარადგინა, რაც მოიცავს 10 ახალი სამგზავრო შემადგენლობის, 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვას. ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მატარებლების გადაადგილების სიჩქარის გაზრდას.

გარდა 372 მილიონი დოლარისა, საქართველოს მთავრობა გეგმავს ამავე პროექტების დაფინანსების მიზნით გააფორმოს 175 მილიონი დოლარის საკრედიტო შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და 182 მილიონი დოლარის საკრედიტო შეთანხმება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB), შესაბამისად სამივე კრედიტის ჯამი 751 მილიონი მილიონი დოლარი იქნება, საიდანაც ამ დროისთვის მხოლოდ მსოფლიო ბანკის კრედიტი არის დადასტურებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE