მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ავიაკომპანიები: რეკორდული მოგება ირანის ომის ფონზე
მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ავიაკომპანიები: რეკორდული მოგება ირანის ომის ფონზე

მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ავიაკომპანიები: რეკორდული მოგება ირანის ომის ფონზე

BM.GE27 ივლისი, 2026, 00:02|bm.ge

დუბაიში ბაზირებული საინვესტიციო ფირმა One Investments-ის მიერ საავიაციო დარგის წმინდა შემოსავლების ანალიზის თანახმად, უახლეს ფინანსურ ანგარიშებში ავიაკომპანიებმა რეკორდული მოგება დააფიქსირეს. ცხრა უმსხვილესი გადამყვანის ჯამურმა წმინდა მოგებამ 425.11 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რეიტინგში ზედიზედ მეორე წელია Emirates ლიდერობს. კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება – $5.4 მილიარდი დააფიქსირა, რაც მის ისტორიაში საუკეთესო შედეგია და, მათივე შეფასებით, საუკეთესოა მთელ ინდუსტრიაში.

მას მოჰყვება Delta $5 მილიარდით, რითაც იგი ლიდერობას ამერიკულ გადამყვანებს შორის ამყარებს და ასწრებს United Airlines-ს, რომლის მოგებამაც $3.4 მილიარდი შეადგინა.

მესამე ადგილზეა Ryanair, რომლის მოგებაც, მგზავრობის ტარიფების ზრდის ფონზე, 40%-ით გაიზარდა და $2.5 მილიარდი შეადგინა. Turkish Airlines-მა კი რეკორდული შემოსავლების ფონზე დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, თუმცა მისი წმინდა მოგების მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა.

Singapore Airlines-მა $2.1 მილიარდის მოგება დააფიქსირა და რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

Qatar Airways-ის მოგებამ $1.94 მილიარდი შეადგინა, Cathay Pacific-მა კი ზედიზედ მესამე სტაბილური წელი დაასრულა და დაახლოებით $1.27 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო იაპონურმა ANA-მ – დაახლოებით $1.1 მილიარდი.

აღსანიშნავია, რომ Singapore Airlines-ის მაჩვენებელი ერთჯერად, არაფულად საბუღალტრო მოგებას მოიცავს, $1.1 მილიარდი სინგაპურული დოლარის (800 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც Air India-სა და Vistara-ს შერწყმის შედეგად დაფიქსირდა. შესაბამისად, კომპანიის რეალური საოპერაციო მოგება დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რეიტინგი მხოლოდ ცალკეულ ავიაკომპანიებს მოიცავს და არ ითვალისწინებს მულტიბრენდულ მფლობელ კომპანიებს (ჰოლდინგებს), როგორებიცაა IAG და Lufthansa Group. სწორედ ამიტომ არ ფიგურირებენ სიაში British Airways და Lufthansa.

საინტერესოა, რომ მიუხედავად რეკორდული საოპერაციო მოგებისა, Qatar Airways-ის საბოლოო მაჩვენებელი რეალურად თითქმის 10%-ით შემცირდა, რადგან კონფლიქტის გამო, ბოლო კვარტალში კატარის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.

იმავე მიზეზით, Emirates-მა 1%-ით ნაკლები მგზავრი გადაიყვანა.

საავიაციო საწვავის ფასმა, რომელიც One Investments-ის მონაცემებით, 2025 წელს ავიაკომპანიების საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 25.8%-ს შეადგენდა, ბარელზე 150 დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც ომმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეაფერხა.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გაავრცელა გაფრთხილება, რომ მიმდინარე წელს გლობალური ავიახაზების მოგება შესაძლოა განახევრდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტი ბანერების გამო დააკავეს

BM.GE

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

შვეიცარია, გერმანია, თურქეთი... – 6 თვეში საქართველომ $76.2 მლნ-ის ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები იყიდა

BM.GE

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

BM.GE

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

რატომ დაიწყო უორენ ბაფეტმა ტექნოლოგიურ გიგანტებში მილიარდების დაბანდება?

BM.GE