მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა სტარტს 2027 წელს აიღებს

BM.GE28 ივნისი, 2026, 09:00|bm.ge

ავიაკომპანია Qantas-მა დაადასტურა, რომ სიდნეი-ლონდონის მიმართულება Project Sunrise-ის პირველი მარშრუტი იქნება - მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი სამგზავრო ფრენა 2027 წლის ოქტომბერში ჩაეშვება.

16 000 კილომეტრზე მეტი მანძილის მარშრუტი ამ ორ ქალაქს, ყოველგვარი შუალედური გაჩერების გარეშე, ისტორიაში პირველად დააკავშირებს.

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ ასევე წარადგინა თავისი სპეციალურად მოდიფიცირებული Airbus A350-1000ULR ტიპის პირველი თვითმფრინავი, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს. სიდნეისა და ლონდონს შორის ფრენის ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, 19-დან 22 საათამდე იქნება.

პროექტი "Project Sunrise" ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს სხვა საერთაშორისო მიმართულებებთან ეტაპობრივად დააკავშირებს. უკვე დადასტურდა, რომ სიდნეი-ლონდონის შემდეგ მომდევნო მარშრუტი სიდნეი-ნიუ-იორკი იქნება. აღნიშნული რეისების დაწყების ზუსტი თარიღი მომავალ წელს გამოცხადდება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი რეგულარული პირდაპირი სამგზავრო რეისია Singapore Airlines-ის ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის, რომელიც 15 349 კილომეტრს 19 საათზე ნაკლებ დროში ფარავს.

მგზავრების კომფორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი განსხვავება ავიაკომპანიებს შორის არის ის, რომ სინგაპურის რეისზე ეკონომ-კლასის მგზავრები არ გადაჰყავთ.

იმ დროს, როდესაც სტანდარტულ Airbus A350-1000-ს 480-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია, Qantas-ის მოდიფიცირებული A350 სიდნეი-ლონდონის რეისებზე მხოლოდ 238 მგზავრს მიიღებს, მათ შორის 140 ადგილი ეკონომ-კლასისთვის იქნება განკუთვნილი.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე შორი მანძილი, რომლის დაფარვაც ეკონომ-კლასის მგზავრს პირდაპირი რეისით შეუძლია, არის Qantas-ის ფრენა ლონდონსა და ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ პერტს შორის. საუბარია 14 499 კილომეტრზე, რომლის დაფარვასაც 16-დან 18 საათამდე სჭირდება.

ლაინერი A350-1000ULR Airbus-მა პროექტ "Project Sunrise"-ისთვის სპეციალურად შექმნა. იგი აღჭურვილია დამატებითი 20 000-ლიტრიანი საწვავის ავზით, რაც მას საშუალებას აძლევს 16 000 კილომეტრზე მეტი მანძილი პირდაპირ, 22 საათამდე ფრენით დაფაროს. Qantas-ი ჯამში 12 ასეთ თვითმფრინავს მიიღებს.

მეორე თვითმფრინავი ამჟამად რვაკვირიან სატესტო და სერტიფიცირების პროგრამას გადის მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში თავისი პირველი ფრენა შეასრულა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

"მიწოდების ჯაჭვის ისე დამოკლება, რომ დისტრიბუცია არ არსებობდეს, პრაქტიკულად შეუძლებელია" - ლაშა რიჟამაძე

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 22-28 ივნისი

BM.GE

28 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

28 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

„ეს ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის“ - რა ფუნქცია აქვს eKalata.gov.ge-ს?

„ეს ქსელებს შორის კონკურენციას ზრდის“ - რა ფუნქცია აქვს eKalata.gov.ge-ს?

BM.GE