მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა აკვაკულტურის სექტორში დაფინანსების ახალ მექანიზმებსა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებზე იწყებს მუშაობას
მთავრობა აკვაკულტურის სექტორში დაფინანსების ახალ მექანიზმებსა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებზე იწყებს მუშაობას

მთავრობა აკვაკულტურის სექტორში დაფინანსების ახალ მექანიზმებსა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებზე იწყებს მუშაობას

BM.GE21 მაისი, 2026, 19:34|bm.ge

საქართველოში აკვაკულტურის (თევზის წარმოების) სექტორის ხელშესაწყობად, სახელმწიფო ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებასა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებაზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დარგში დაგეგმილი სიახლეები სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ხელმძღვანელობდა.

"სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, მეურნეობებში ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობას, რადგან სწორედ კვალიფიციური ცოდნა წარმოადგენს სექტორის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს", - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თევზის დაავადებების მართვას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ფერმერებისთვის საკონსულტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარის, ალექსანდრე ბაღდაძის განმარტებით, დარგისთვის ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა გამოწვევად რჩება უშუალოდ მწარმოებელთა ინფორმირებულობის დონე.

"განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებების მართვის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, კვლავ გამოწვევად რჩება ფერმერების ინფორმირებულობა და პრაქტიკული ცოდნა, როგორ დაიცვან ბიოუსაფრთხოების ნორმები საკუთარ მეურნეობებში. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს", - აღნიშნა ალექსანდრე ბაღდაძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თევზის დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია კვლევის თანამედროვე მეთოდები. აღნიშნული მომსახურება ფერმერებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიული პასუხები ადგილზე, საქართველოშივე მიიღონ.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა თუ დარგობრივი ასოციაციების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE