მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ₾7.5 მილიონად 50 პადელის კორტს ააშენებს | ტენდერი
მთავრობა ₾7.5 მილიონად 50 პადელის კორტს ააშენებს | ტენდერი

მთავრობა ₾7.5 მილიონად 50 პადელის კორტს ააშენებს | ტენდერი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 22:53|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50 პადელის კორტის მოწყობას გეგმავს. პროექტისთვის ფონდმა ელექტრონული ტენდერი 7.5 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოაცხადა. ჯერჯერობით ტენდერში კორტების ლოკაციები მითითებული არაა, აღნიშნული კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ დაზუსტდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვა ითვალისწინებს პადელის კორტების შეძენას, მიწოდებასა და მონტაჟს, ასევე მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ქარხნული წარმოების კორტის შესყიდვა. თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდი არ იღებს ვალდებულებას, სრული რაოდენობა ერთდროულად შეისყიდოს. კორტების ფაქტობრივი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ფონდის წერილობითი დავალებების შესაბამისად განისაზღვრება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, კორტები უნდა აკმაყოფილებდეს პადელის საერთაშორისო ფედერაციის (FIP) მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებს. თითოეული მოედნის ზომა 20X10 მეტრი უნდა იყოს, ხოლო სათამაშო სივრცის თავისუფალი სიმაღლე არანაკლებ 7 მეტრს უნდა შეადგენდეს. კორტები აღჭურვილი უნდა იყოს ხელოვნური ბალახის საფარით, ნაწრთობი მინის პანელებით, ფოლადის კონსტრუქციითა და LED განათების სისტემით.

შესყიდვა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავს ტერიტორიების კვლევას, საპროექტო და სანებართვო პროცედურებს, ასევე რკინაბეტონის საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მეორე ეტაპზე კი კორტების მიწოდება, აწყობა-მონტაჟი და საინჟინრო ქსელებთან მიერთება უნდა განხორციელდეს.

მიმწოდებელს ფონდის წერილობითი დავალების მიღებიდან პირველი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად მაქსიმუმ 4 თვე ექნება. მეორე ეტაპის სამუშაოები კი კონკრეტულ ლოკაციაზე მონტაჟის დაწყების შესახებ დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირაში უნდა დასრულდეს. ამასთან, ხელშეკრულების საერთო მოქმედების ვადა 24 თვეა.

სატენდერო პირობების მიხედვით, პადელის კორტები ევროკავშირის ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში უნდა იყოს წარმოებული. ასევე, პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს 2021 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე ანალოგიური საქონლის მიწოდების ან წარმოების არანაკლებ 1.16 მილიონი ლარის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 16 დეკემბერს დაიწყება და 21 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7.5 მილიონი ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განმარტებით, პროექტის მიზანია თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, პადელის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სპორტული და რეკრეაციული სივრცეების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზენეტგაზეთი
  • კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე: დაუსჯელი არავინ დარჩებაფორმულა
  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
მილიონის →მთავრობამ →

მსგავსი სტატიები

საქართველოში საწვავზე ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა - ირაკლი ლექვინაძე

საქართველოში საწვავზე ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა - ირაკლი ლექვინაძე

BM.GE

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა, თუმცა ხარჯების 58.8%-ს მოქალაქეები კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდიან

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა, თუმცა ხარჯების 58.8%-ს მოქალაქეები კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდიან

BM.GE

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 3 ადამიანს ეძებენ

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს | მაშველები კიდევ 3 ადამიანს ეძებენ

BM.GE

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა

BM.GE