მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ "გვახა ჰესის" პროექტი მოიწონა|სად და ვინ აშენებს?
მთავრობამ "გვახა ჰესის" პროექტი მოიწონა|სად და ვინ აშენებს?

მთავრობამ "გვახა ჰესის" პროექტი მოიწონა|სად და ვინ აშენებს?

BM.GE8 მაისი, 2026, 15:48|bm.ge

მთავრობამ "გვახა ჰესის" პროექტი მოიწონა. 7 მაისის განკარგულებით, ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ჰესი საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად განიხილოს. სამინისტროს ასევე დაევალა ჰესის მშენებელ კომპანიასთან მთავრობასა და შპს აკავრეთას შორის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა.

ამას გარდა, მშენებელმა კომპანიამ შპს აკავრეთამ ქედის მუნიციპალიტეტში „გვახა ჰესის ელექტროსადგურის“ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადების) შესრულება უნდა უზრუნველყოს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელია "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი", რომელსაც შამილ ბირკაძე ფლობს.

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მონაცემებით, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 10 მგვტ, რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 63.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებას. მათივე მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობა $ 18,78 მლნ-ია. BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა თუ შევიდა პროექტში ცვლილება, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE